მსხმოიარენი
სახლის წინ მდგარმა ბებერმა მსხალმა ისევ დაისხა. დაისხა და როგორ დაისხა! - ვეღარ გაუძლო - ერთი დიდი, ლამის მთელი ხის ტოლი ტოტი, ჩამოეხლიჩა. ნაყოფი კი ჯერ მკვახე იყო, არ იჭმებოდა - მეზობელმა გამოკრიფა - ღორისთვის წავიღებო. ცოტა ხნის მერე თითქმის ასე მოუვიდა ახალგაზრდა, ჭიშკართან მდგარ აყლარწულ ქლიავს: მაგრად ესხა, მასაც ტოტი ჩამოელეწა. ქლიავები შეთვალული კი იყო, მაგრამ საჭმელად და სასიამოდ ცოტაოდენი გამოირჩა - ბევრი არ ვარგოდა... მე კი როგორც მეწლეური ხე, წელს ისე ვარ - მსუბუქად ვარ და ალბათ ბევრიც გაიფიქრებს: არაფერი არ ამძიმებსო. ჰო, მსუბუქად ვარ - იმ ხეების საფრთხე ალბათ არ მემუქრება - წელს მე ლექსებიც ვეღარ მოვისხი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი