სიჩუმე


სიჩუმე.
როდესაც აზრი ეკარგება კედლების არსებობას.
სიჩუმე.
როდესაც ფიქრი ხდება
ერთადერთი
და ყოვლისშემძლე...
მეხსიერების ნემსის ქვეშ კი
ისევ ბრუნავს განვლილი ცხოვრება _
მშვენიერი, ოღონდ ზოგიერთ ადგილას ოდნავ გაკაწრული _ ფირფიტასავით...
სიჩუმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი