გაცილება
დამემშვიდობნენ... ზაფხულმა ხელი გადაჰხვია აგვისტოს და ერთად წავიდნენ. დავრჩი და თვალი გავაყოლე, მერე შევბრუნდი, სახლში შევბრუნდი და ღიმილი არ მშორდებოდა. მერე სუფრა ავალაგე, ავალაგე და ჭურჭელს ვრეცხავდი; ვრეცხავდი ჭიქებს, დანა-ჩანგალს, თეფშებს ვრეცხავდი, ვრეცხავდი და ისევ ისე მეღიმებოდა... თეთრ ნიჟარაში ონკანიდან მომდინარე წყალი ზღვასავით ხმაურობდა და ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა მარგალიტივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი