ყანა, ვენახი, ძროხა ..
ყანა, ვენახი, ძროხა... და კიდევ - ყავისა და თამბაქოს პლანტაციები სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში. და უამრავი ხელი - ხელები, ანუ ერთადერთი დიდი ხელის ნებით და სურვილთ. და ეს ყველაფერი ჩემთვის, ჩემი დილის საუზმისათვის. ჩემთვის - ერთი უბადრუკი არსებისათვის, რომელიც ჭამს პურსა და ყველს; რომელიც სვამს არაყს და ყავას; რომელიც ეწევა თუთუნს; რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე, შეყურებს იანვრის მზეს და ფიქრობს: „ესაა ცხოვრება?..“ ფიქრობს და ასეთივე უკმაყოფილო სახით დაეხეტება ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი