ძაფი (ვარიაცია თემისა "ქანქარა")
მე ვკიდივარ ჭერიდან ჩამოშვებულ ძაფზე, ვკიდივარ და ვქანაობ აქეთ-იქით; ვქანაობ ორ კედელს შორის და ვქანაობ ისე, რომ ხან ერთ კედელს ვეჯახები, ხან კი მეორეს. მტკივნეულია ეს შეჯახებები, მტკივნეულია მით უფრო, რადგან ერთი კედელი მეუბნება: "შენ უკვე ამოწურე შენი თავი", ხოლო მეორე თითქოსდა მამხნევებს: „შენ ჯერ კიდევ არ დაგიწერია შენი ლექსები...“ მოდი და გაიგე! ან ეს ძაფი რიღასია, რომ ვეღარ ჩამოწყდა? არადა, მართლა რომ ჩამოწყდეს, იატაკზე ნოხიც არ მიგია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი