CAMEL
გიორგი თავართქილაძეს გახსოვს, გიო, ორი წლის წინ რომ მესტუმრე და ორი ბლოკი სიგარეტი ჩამომიტანე?.. რა კარგი საღამო იყო! – ეზოში ვისხედით და ვსვამდით. ცა იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებიანი და ცაზე დასეირნობდნენ დათვები – დიდი და პატარა. ძირს კი, ბალახზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან გაოცებული აქლემი გვიყურებდა: ასეთი ხალხი და ბალახი აქამდე არც მინახავსო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი