მეოთახე


პუნქტუალური ლექსწერისას გზააბნეული,
მოლეკულური აზრფორმების ლაბირინთებში
დგას უხმაუროდ, სიტყვამრავალ დუმილს ჩვეული
და სანახევროდ ცარიელი აღონებს პეშვი.

აღუწერელი, ვისთვის ცივი, თან უდამქაშო,
ვარსკვლავთშორისი მანძილებით შთაგონებული
დგას შეცდენილი მეოთახე, ის, ვინც თამაშობს
სიცოცხლით, რწმენით და სიკვდილის არის ერთგული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი