ტყუპისცალი


ლექსების წერას შეურიგებლად, თუ დაუნდობლად
ვაგრძელებ, ვშთანთქავ სატარებელ დროს და არ ვჩივი,
მსურს უპროცენტო მინუსებში ღიმილი მოვკლა
საკუთარი და დაველოდო მკვახე ვაშლივით
მწიფობის სეზონს, უდროოდ რომ აღარ წავიდეს
მზის სხივი ფერფლით მოფენილი, ცივი ბაღიდან,
უაზრო სევდით გაჯერებულ, ფერმკრთალ ამინდებს
ხელუხლებელი სიხარულის ჟინით ავიტან,
ოღონდ ეს არი, ტოტმა გაძლოს, როგორმე გაძლოს
და მოფერფლილი მიწის ღმუილს არ მიესალმოს,
სხვა, სხვა საქმეა, გარდატეხილ ღიმილში საცნობ
ტყუპისცალს ვიცნობ, ნაოცნებარს, ფერცვლილს და სანდოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი