დილის სიზმრები


დილის სიზმრები საუკუნეგამოვლილ გულში
ადგილს ჰპოვებენ არანაკლებს ვიდრე თეატრი,
უცნაურია, ვფიქრობ, ვფიქრობ და ცხელი პუნშით
ვიქარვებ დარდებს, არა ნამდვილს, არამედ ხათრით
განცდილ-გამხელილს. დიახ, ხათრით ჩემივე თავის,
ანუ მოსწავლის მოწიწება მენტორის მიმართ
მსურს გამოვხატო, თანაც, იქნებ თეთრის და შავის
ბრძოლასაც ავცდე, ვინაიდან იმ ნავში ვზივარ,
მენიჩბეების ყრუ ერთობას რომ გამოვსტაცე
და ეპიზოდურ არსებობას გამთლიანების
მკრთალ პერსპექტივად დავუსახე. ჰო, და თან სავსე
თასების პრინცებს შევატოვე ძველი ვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი