მშრალი ხელები


რაშია საქმე, რაში არა, სად არის აზრი,
პასუხები თუ უდრის კითხვებს, საწყისის მიზანს,
ეძებ, მიდიხარ, ცარიელიც არ გშვენის კასრი
და ისევ სხვისი მომხიბვლელი სიჩუმე გიცავს.

დაცვარულ შუბლზე ხელის მოსმით ედრები კერპებს,
აკრძალულს, თუმცა გაქვავებულ დროს ვერ ელევი,
გინდა ბრძენივით უძრაობის შუქში შეჩერდე
და გაუშლელად დაიმოწმო მშრალი ხელები.

და მაინც, მაინც ვერ ჩერდები, არარსებობის
გაცდებს იბედებ სულნაკლულის გულმოდგინებით,
დასაწყისს ეძებ, იგონებ და ბოლოს ეცნობი,
თუმცა ბოლოსაც უწერტილოდ აღარ სჭირდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი