მხოლოდ ერთი გზა
უსასრულობა უფორმო და უმონახაზო, სამსჯელოდ ძვირი, სანახავდ შეუმჩნეველი, უსარგებლოა სახაზავი, ფუნჯი, თარაზო, და მწუხარება, საზოგადოდ რომ ვერ შეძელი. მხოლოდ ერთი გზა, მშრალი, სწორი და ფორმიანი დაბადებიდან გერგო ისე, ტრადიციულად, არა ხარ "იქნებ" ადრიანი, აღარც გვიანი, წყალგაუვალი ფაქტი ხარ-თქო, ჰოდა მიუვალ პასუხებშიც კი შეაბიჯებ უომრად, გჯერა? მე მჯერა, უფრო მასშტაბურად, ვიდრე გგონია, ჰო, ჰო, უწინ, დრო იყო, როცა მხოლოდ სამჯერად თავდაჯერებას ვჯერდებოდი, მაგრამ ომიან აზრებს აბა, სხვა რა შეეძლო, არც არაფერი, გარდა ერთისა, ნაჭუჭების ამოშენების, აღარც კი ვიცი რა სიმაღლის და ეს ნაწერიც ახლა დასტურჰყოფს, რომ ჯერ კიდევ მტკიცე ხელებით მსურს დავანგრიო უკარებო, უშნო კედელი, ხომ იცი, საზღვრის დამრღვევისთვის რკინის წესია, ჰოდა აღარც შენ არ გექნება სადარდებელი, რომ საპასუხო შეკითხვები წამომეწია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი