შესამოსელად დაგიბურავს ცეცხლის ალები
შესამოსელად დაგიბურავს ცეცხლის ალები, ჯაჭვის პერანგად მოგიქარგავს წვიმის წვეთები, ქალის საზრისებს მორჩილებენ ბნელი ძალები, შენს სველ ბაგეზე წვიმას კრთომილს შევუერთდები... მზე მე არ მყოფნის, შენ მინდიხარ იქნებ სათბობად, ჩემსკენ გიბიძგებს, ზენა დღისით, ღამე წამები, თეთრი ღრუბლები გაგიხდია თითქოს საწოლად, დავძლევ სიშორეს, თუ სიყვარულს არ ვეწამები... გრძნობას გონიდან, გულთან მისულს, ჯვარცმად მიტანილს, იგალობებენ, წიაღს ზეცად, მედავითნენი, ღრმა ოკეანე თუ ძირავდა ბედკრულ ტიტანიკს, შენს ღრმა მორევში უმაშველოდ მეც დავინთქმები... ქვიშის საათი, არ იძინებს, იბრუნებს ვიცი, გავა, გაირბენს, ამ ცხოვრების მძიმე წუთები, მერე კი მოხვალ, სიყვარულის გამტყდარი ფიცით და მოღალატეს, თუმც საყვარელს ჩაგეხუტები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი