მეგობარი
დაუჯერე და უსმინე მეგობარს, თუ კი გიჩვენებს ის სწორ გზას, ჩასჭიდე ხელი მეგობარს, და გაჰყევი მის თეთრ გზას. არა ენდო იმ არაკაცს, რომელიც ზურგს უკან გჭორავს, არც იმ ამხანაგს მიენდო, შენს ნათელზე, რომ დაგორავს. ვის მიენდო სამყაროში? ღმერთს, ოჯახს და ძმაკაცს, წაქცეულს რომ აგაყენებს, აი სწორედ მაგ კაცს. სადმე გზა რომ აგებნევა, მეგობარი დაგჭირდება, არა დღეს, და არა ხვალ, სამუდამოდ დაგჭირდება. არის კი ასეთი კაცი ამ სამყაროში? ზოგისთვის კი, ზოგისთვის არა, დაგვენახეთ მეგობრებო, თქვენი მალვა უკვე კმარა. 2022 წელი (ასაკი 14)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი