თემურ მგელაძე

მასწავლებელი

შენ ვარდები დაგამშვენებს, მე - ვარდების დამამშვენი, შენ გაღმა ხარ , მე - გამოღმა, ვიცი რომ გცავს მამაშენი. ხიდს გაგიდებ, თოხზედ დახრილს, ისე გამოგიხმატკბილებ, ვერც გაიგებ, ზვინის ძირში, როგორ ჩაგხსნი მკერდზე ღილებს. მამაშენი თუკი მიწყენს, ფინთად გადამიყლეპს თვალებს, მე მართლებას არ დავიწყებ, მივაჩეჩებ ხელში ხარებს. იმან ხარები შეიპყრო, მე - წერწეტა შენი წელი, ღმერთმა ჰიდან გადმომიგდო, ასე მწველი შენი ყელი. ვარდს რომ გიპობს თლილი ბროლი, თვალის გუგებს ტყე რომ ჰფარავს ისე გშვენის შუბლი სწორი, როგორც მინდორს ცხვარის ფარა. შენი ბაგის ბრალი არის, მე რომ ტრფობა დავიამე, ჩემთვის გაჩნდი, მზისა დარი, თეთრყირმიზა, ხალიანი. ქარი ნაწნავს გითამაშებს, ისე გიშლის დალალ კავებს, ვიცი ბოლოს ქორფა მკერდზე ადგილს ერთად დავიკავებთ. 22.12. 2023 წ. თ. მ.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი