მადლობა უფალს


მადლობა უფალს
–––
მადლობა უფალს ყოველი დღისთვის,
და  ქვეყანაზე  ჩვენ მოვლენისთვის,
თვალის გახელა, ცხრათვალა მზისთვის,
ცივი წყარო და შრიალა ტყისთვის.
–––––
მადლობა უფალს,  ძმისა და დისთვის,
ჩვენზე მზრუნველი ტკბილ  მშობლებისთვის,
დიდი მადლობა მეგობრებისთვის, 
დაუვიწყარი სკოლის წლებისთვის,
–––––
მადლობა უფალს ჩვენი სულისთვის,
ყოველი დილით გზის დალოცვისთვის,
გულს,რომ გვიძგერებს სიყვარულისთვის,
ვაჟკაცს განაწყობს  ქალის ტრფობისთვის.
––––––
მადლობა უფალს ოჯახისათვის,
თბილი მეუღლის, შვილებისათვის,
მადლობა ჩვენი გამხნევებისთვის,
ჩვენი ცოდვების მიტევებისთვის.
–––
მადლობა უფალს გაჩენის დღისთვის,
არიდებული ბნელი სენისთვის,
სიკეთე, მადლი, სიხარულისთვის,
იმედით სავსე ჩვენი გულისთვის.
––––
მადლობა უფალს, ყოველი დღისთვის,
ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენი ერისთვის,
ერთიანი და მუდამ მთელისთვის,
ქართველი ხალხის მოფერებისთვის.
––––
თენგო ფანცულაია,
2020 წლის 29 აგვისტო,
ქ.თბილისი
დღეს ჩემი ნაფიქრალი მინდა მივუძღვნა ძნელბედობის ჟამს,კერძოდ ახალგორის ოკუპაციის პერიოდიდან გაცნობილ და დაახლოვებულ ქართული სამღვდელოების ჭეშმარიტ, გულიან და ღირსეულ წარმომადგენლებს,დღეს ჩემს სამაყო მეგობრებს:
მეუფე ისაიას,რომელმაც საშვის არქონის და შემდგომ ოკუპირებულ ახალგორში დაბრუნების აკრძალვის გამო,ნებაყოფლობით, თითქმის 3 წელი,მარტო გაატარა ოკუპირებული ახალგორის ლარგვისის ტაძარში და იქედან ამხნევებდა იქ დარჩენილ მთის ზონის მოსახლეობას, ვამაყობ ამ ძვირფას კოლხთან მეგობრობით
ოკუპირებული  დაბა ახალგორის ტაძრის წინამძღვარს, თბილ და ყურადღებიან მამა ანტონს–ზაზა ჭაკვეტაძეს, რომელიც ჯანმრთელობის რიგი და რთული პრობლემების მიუხედავად,დღესაც ოკუპირებულ დაბაში იმყოფება და იქ ამაგრებს ქართულ სულს,
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მონასტრის დედაო ანტისას,სალომეს და სხვებს, რომლებსაც არც უფიქრიათ  ოკუპაციის გამო მონასტერის მიტოვება და საქმიანობის შეწყვეტა, თავისი ყოველდღიური  შრომითა და საქმიანობით გვერდში უდგანან მოსახლეობას. 
თიკუნი ხერგილელი
ოქროპირი სწორედ მათ შემარქვეს და დამლოცეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი