დამილოცეთ ეს ქვეყანა
დამილოცეთ ეს ქვეყანა ------------- დამილოცეთ ეს ქვეყანა, ჩვენი გმირი წინაპრების, სახელოვან მეფეების და ჭკვიანი დედოფლების. -- აზნაურის, ერისთავის, ყველა კუთხის თავადების, ერის ღერძი-ხერხემალი, მუდამ მშრომელი გლეხების. --- დამილოცეთ მე სამშობლო, ერზე ჩაფიქრებულ ბრძნების, საუკუნეთა მანძილზე, ვაჟკაცურად მეომრების. -- სამშობლო და ერისათვის, მუდამ თავდადებულების, უთანასწორო ბრძოლაში, ზურგზე ვაზის კალმის მდების, ამ კალმისგან, გმირის ძვლებზე, ამოფეთქილ ვაზის ზვრების. ------ დალოცეთ და მოეფერეთ, მიწას ამაყი კოლხების, არავინ არ განაწყენდეს, ამერ-იმერის-ერთ ძმების. -- მსოფლიოში პირველების, მეტალურგი ხალიბების, ღვინის პირველი სამშობლოს, პირველ ძაფის დამრთველების. ----- დამილოცეთ მე სამშობლო, ხორბლის პირველ მთესველების, უძველესი ანბანის და დამწერლობის შემქმნელების. -- მსოფლიოში კულტურულად, თაფლის პირველ დამწურების, ერთხელ არჩეული რწმენის, სულ ბოლომდე დამცველების. ---- სადღეგრძელო მათქმევინეთ, ჩვენი ლამაზი ქალების, მზეთუნახავ ასულების და შემდეგ გმირი დედების. -- ფუძე-კერის დედა-ბურჯის, ყრმათა ლამაზ აღმზრდელების, განათლებული შვილებისა და მამულის დამცველების. --- მათქმევინეთ სადღეგრძელო, ლომგულოვანი ვაჟების, ცხოვრებაში უღალატო, მუდამ თბილი მეგობრების. -- სუფრაზე კი მოქეიფე, მჭერმეტყველი თამადების, ფიცხელ ომში დაუნდობელ და მამაცი მებრძოლების. ----, ქალის მანდილის დამცველი, შეყვარებულ რაინდების, მოტრფიალე ცხელი გულის, მერე კი ერთგული ქმრების. -- ოჯახზე გადაყოლილი, მოსიყვარულე მამების, სამშობლოზე მოფიქრალი, მუდამ შემართული მგლების. ------ მათქმევინეთ სადღეგრძელო, ფოლკლორის და ხელოვნების, ქართულ გენის წარმომჩენი, თავბრუდამხვევი ცეკვების. -- მსოფლიოს გამაოგნებელ, მრავალხმიან სიმღერების, და კოსმოსში გაგზავნილი, “ჩაკრულოს“ უკვდავი ხმების. ---- მოფერება მინდა მუდამ, ქართულ სიტყვის ჯადოქრების, პირველად აღიარებულ, დიდ რუსთველის ტაეპების. -- სადაც გრძნობა ისწავლება, სიყვარულის, მოფერების, მეგობრისთვის გვერდში დგომის, ძმობისა და თავდადების. ---- გირჩევთ აღარ დაგეზაროთ, კითხვა ლექსის, პოემების, არჩევანი საკმაო გვაქვს, კალმოსანთა შედევრების. -- აკაკის, გალას, ვაჟასი, კიდევ მრავალი მგოსნების, დიდ გურულის თამადობით, სახელოვანი მწერლების. --- სახელს უნდა დაფასება, ომში ძირს დაცემულების, სამშობლოსთვის გულანთებულ, დიდი მამულიშვილების. -- ბევრჯერ ერის გადამრჩენი, სახელოვანი გმირების, და მათ მაგალითზე აღზრდა, მომავალის და შვილების. --- მადლი აღარ დაგვავიწყდეს, ქრისტეს რწმენის მომტანების, ოთხი მოციქულის ღირსი, ვართ ქვეყანა ქადაგების. -' ხსოვნა გვქონდეს რწმენისათვის, წამებულთა, წმინდანების, ჯვარის შეკვრას შეწირული, წმინდა ნინოს ნაწნავების. ---- დაფასება გვინდა მუდამ, ტაძრების და მონასტრების, სვეტიცხოველს ადგილს წმინდას, ქრისტეს კვართის დაბრძანების. -- აღდგენა და გაფრთხილება, ციხეების და კოშკების, სახელი არ დავივიწყოთ, მშენებელის და ამგების. ---- დრო მოვიდა მხილებისა, ვერაგი და შიდა მტრების, მძიმე არის ერის ხილვა, ცალ-ცალკე დაფანტულების. -- მირჩევნია თქვენი ნახვა, უფრო მეტად შეკრულების, და ერთობით დამარცხება, ორგულის და მომხვდურების. ---- რა ვქნა თავს ვეღარ ვიკავებ, ბოღმა მახჩობს კოლხი ძმების, ამად დედებს მოვიკითხავ, ოქროს საწმისის ქურდების. -- დასაქცევად ჩამოსული, კორინთოელ ყაჩაღების, კოლხეთიდან ტყავთან ერთად, ფარული სიბრძნის წამღების, არ იხაროს დარგულ ნერგმა, მოღალატის, გადამგდების. ---- გამახარეთ ერთად დგომით, ქართლისა და კახელების, აჭარლების და ოსების, ჩემი მორდუ აფხაზების. -- მოხევეთა,თუშელების და ასევე ლეჩხუმლების, მთიულების, ფშაველების, ტალავრიან ხევსურების. ---- ქცევით სხარტი გურულების, ჩემი მკვირცხლი მეგრელების, გულით გოროზი სვანების, თავაზიან იმერლების. -- ძველისძველი სამცხელების, მუდამ დინჯი რაჭველების, ამ მიწაზე დაბადებულ, ემიგრანტი „კულაშლების“, აღთქმულ მიწაზე წასული, სულით აქ დარჩენილების. ----- დამილოცეთ საქართველო, კახეთს გადაჭიმულ ზვრების, მოსავლიანი ჯეჯილის და თვალუწვდენელ მაღალ მთების. -- ხვავიანი შემოდგომის და ღვინით სავსე ქვევრების, ღონიერ კაცს უხარია, გამასპინძლება სტუმრების. ------ არასოდეს მოგეშალოთ, ნახვა გაშლილი სუფრების, ღიმილიან მასპინძლების, ხმაურიან ქორწილების. -- რიტუალის შესრულება, ჯვრისწერის და მირონცხების, გრძელი რიგი დამანახეთ, ლამაზ ქართული აკვნების, --- ღმერთმა მოგცეთ სული მტკიცე, ცუდი ჟამისა გაძლების, დრო დამდგარა მტერზე მისვლის და მეტოქის დამარცხების. -- სამაჩაბლო-აფხაზეთის, დედის გულში დაბრუნების, ყველა კუთხის ერთად შეკვრის და ერთადვე აყვავების, დამილოცეთ ეს ქვეყანა, დების- ძმების, ქართველების. ----- თენგო ფანცულაია-ხერგილელი--ოქროპირი 2020 წელი 24 ოქტომბერი. თბილისი-ქსნის ხეობა-ახალგორის მისადგომები-სამტრედო-საკულაშო-მიწაბოგირა პ.ს: ახლა ვეღარ გავახარებ, შუღლის ჩამგდებ მტრებს, არ ჩათვალოთ ვინმეს ვჩაგრავ, ან ვამცირებ სხვებს. ---- მე ქართველად ყველასა ვთვლი, ვინც გვიმაგრებს მხრებს, ჩვენს მიწაზე დაბადებულ, ეროვნებას ბევრს. -- ამ მიწისთვის ვინც სიცოცხლეს, არ დაინანებს, საქართველოზე მოფიქრალს, მისთვის თავდამდებს. ---- ჩვენთან ერთად ვადღეგრძელებ და დავლოცავ ბევრს, მე სამშობლოს ერთგულ შვილებს, შევავედრებ ღმერთს. --'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
👏🏻👏🏻👏🏻