ზენაარო გეხვეწები


ზენაარო გეხვეწები
--'
ზენაარო გეხვეწები,
დამილოცე ჩემი ერი,
დაიცავი, ააარიდე,
ყოველგვარი განსაცდელი,
---
ცუდისაგან  განაშორე
თანამოძმე, ახლობელი,
გულიანს და მადლის მთესავს,
ყველგან მოუმართე ხელი.
---
ნუ იქნები გზაცდენილის,
უსამართლოდ  განმკითხველი,
ლმობიერი გამიხადე,
ზოჯერ მკაცრი  ბრალმდებელი.
--
 შვილზე  მოფიქრალი დედა,
არ გახადო ცრემლის მდენი,
გთხოვ,რომ აღარ მოუმატო,
დარდი, სევდა, სატანჯველი.
--
 ქართველებს  არ მიაკარო,
ბოღმა, შური, ყველა სენი,
ვინც შესცოდა ან დაიბნა,
ეშმაკისგან დაიხსენი.
--
გლეხი კაცი და მშრომელი,
გამიხადე ღონიერი,
სოფლად სახლი არ მანახო,
მიგდებული, ცარიელი.
--
მაპატიე ამდენ თხოვნას,
რომ გაკადრებ,  ერთი ბნელი,
რა ვქნა, კარზე მომდგარია,
გვიტევს ყველა სახის მტერი,
---
დამილოცე, მიდღეგრძელე,
სიკეთის და მადლის მქმნელი,
ამიყვავე გამიმრავლე,
ჩემი ხალხი ძველისძველი.
---
პ.ს:
მომეძალა ფიქრი,  მე  ნაბახუსევზე
ცოტა პირადულზე, ამ ჩვენ ტანჯულ ერზე,
ყველას  სატკივარზე, საშიშ განსაცდელზე,
ლამაზ  სამშობლოზე და ჩვენ მოსავლელზე.
---
ისევ ვაწუხებ მოწყალე უფალს,
რომ  შეეწიოს ერს,
ცოდვილებზე და უმადურებზე,
ნუღარ აიღებს ხელს.
---
თენგო ფანცულაია--ხერგილელი ოქროპირი
ისე სურათი  ყვარელში, დიდი ილიას მუზეუმის ეზოშია გადაღებული
2023 წლის 10 იქტომბერი
--

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი