ენა ქართული


ღვთის მიერ ზეგარდმო მადლით შემკული,
ძღვენი დიადი, ფასდაუდებელი,
ჩვენი ღირსება ქარცეცხლში ნაწრთობი,
და მემკვიდრობად შემონახული,
ჩვენი სინდისი და სპეტაკი სული,
წარსული, აწმყო და მომავალი,
მუდამ და ყველგან ჩვენი მეგზური,
სიტყვაკაზმული ენა ქართული.

თენგიზ როინიშვილი 

19.07.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი