ზეციერი მამის ნუგეში
შვილო, ვხედავ შენს დიდ სევდას, ცხარე ცრემლს და სულის გვემას — და იმასაც ხოლმე ვხედავ, რასაც შენ თვითონ ვერ ხედავ... გარწმუნებ, რომ შენს გვერდით ვარ — როგორც ლხინში, ისე ჭირში — და არასდროს მიგატოვებ, რადგან გაქვს ჩემი იმედი. თუ დროდადრო თავს დაგატყდა ეშმაკისგან განსაცდელი, არ შეშინდე — გამოსავალს მოგცემ, ოღონდ გაუძელი. მაშ, გამაგრდი, კვლავ განაგრძე ქრისტეს გზაზე სიარული, რათა ჩემგან გერგოს ჯილდოდ სიცოცხლე მარადიული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი