0 0 28
მძიმე დანაკლისი
ვერაგმა სიკვდილმა სიცოცხლე მოგტაცა –
მე გული გამიპო, ულმობლად გამთელა,
სიცოცხლის აზრის სუნთქვა შემიკრა
და ვით ზღვის ზვირთებმა კლდეს მიმახეთქა…
ჩემო ძვირფასო და საყვარელო –
ნუთუ შენს სიკვდილს უნდა შევეგუო?!
არ მსურს დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა –
იქნებ ეს მხოლოდ ბნელი სიზმარია?!
ო, რა მძიმეა შენთან განშორება –
უშენოდ სიცოცხლე გამიჭერდება!
ახლა კი მხოლოდ ის დამრჩენია,
რომ მაღალ ღმერთს ვთხოვო – მომცეს გამძლეობა.
შენიშვნა: ლექსის მხოლობითი ფორმა.
ვერაგმა სიკვდილმა სიცოცხლე მოგტაცა –
ჩვენ გული გაგვიპო, ულმობლად გაგვთელა,
სიცოცხლის აზრის სუნთქვა შეგვიკრა
და ვით ზღვის ზვირთებმა კლდეს მიგვახეთქა…
ჩვენო ძვირფასო და საყვარელო –
ნუთუ შენს სიკვდილს უნდა შევეგუოთ?!
არ გვსურს დავიჯეროთ, რომ ეს სიმართლეა –
იქნებ ეს მხოლოდ ბნელი სიზმარია?!
ო, რა მძიმეა შენთან განშორება –
უშენოდ სიცოცხლე გაგვიჭირდება!
ახლა კი მხოლოდ ის დაგვრჩენია,
რომ მაღალ ღმერთს ვთხოვოთ – მოგვცეს გამძლეობა.
შენიშვნა: ლექსის მრავლობითი ფორმა.