ფერი იცვალა, თავის თავს არ ჰგავს...


ფერი იცვალა, თავის თავს არ ჰგავს –
ადამის მოდგმა ლამის სულს ღაფავს...
ასე რატოა?.. (დარდი გულს მიკლავს)...
გამოსავალიც თითქოს არა ჩანს...
მაგრამ ვიცი და ასევე მტკიცედ მწამს, 
რომ ასე მუდამ აღარ იქნება, 
რადგან დრო მოვა და ღმერთის ნებით 
მთელი სამყარო სამოთხედ იქცევა!..

01.03.2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი