თამაზ (თაზო) მონიავას
კაცი, რომელიც ჩვენს შორის დადის,„მრავალთა“ მსგავსად პოეტი არის. ვისაც ყური გაქვთ, მის ნათქვამს ჩასწვდით და მის სტრიქონთა ზიარნი გახდით: აავსეთ გონების და გულის თასი და დატკბით მისით, ვითარცა ღვინით! P.S. თამაზ (თაზო) მონიავა (1968-2022) იყო ცნობილი ქუთაისელი საავტორო სიმღერების შემსრულებელი და პოეტი, რომელიც ქალაქის გამორჩეულ კოლორიტად ითვლებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი