ჩემო პოეტო
ჩემო პოეტო,დაგათენდა თავზე ეს ღამე! მზე ამოსულა ქარაფებთან დილაადრიან, ვერ შეგიცანი და სიკვდილი ვნახე მესამედ, ვერ შევიცვალე განაჩენი,მიწას მაყრიან..! ჩემო პოეტო,დაეწყობა ისევ დღეები, შემოეხრჩობა წელიწადი სევდის მარყუჟებს, მე წავედი თუ აქავარ და ვეღარ გეხები?! შემომელიე თუ სიცოცხლე ვეღარ მაყუჩებს?! რა მემართება?!ეს სამყარო თითქოს ავრიე, ხარბად ვისუნთქე სიცრუე და სუნთქვა გაჭირდა, ცისკრის ვარსკვლავნი მიმღეროდნენ როცა არიებს, ვიღაც უღმერთოდ ოცნებებზე იმედს მაჭრიდა... ჰოდა გავივსე უიმედო თეთრი ფურცლებით, ამოვიკემსე კალმის წვერით ყველა იარა, დამაგვიანდა,ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვუხდებით, რადგან სამყარომ ვერ მიგუა,გადამიარა... რადგან დავმარცხდი,ვაღიარე თუმცა არასდროს, რადგან ნასაყდრალს დაემსგავსა ჩემი ფიქრები, ჩემო პოეტო,არ მინდა,რომ გრძნობამ დაგათროს და სასმისივით ატრიალო მერე რითმები! რადგან ამართვეს სიყვარულის ყველა უფლება, ზოგჯერ წესია მსხვერპლი იყო მკაცრი განგების, ამ სამყაროშიც თითქოს აღარ მესულდგმულება, ჰოდა გამიშვი,დრო მოვიდა კარის გაღების! ჩემო პოეტო,მხოლოდ სული არის ურყევი! თუმცა სხეულნი უმოწყალოდ ცოდვებს გვაყრიან, ჩემს ნასახლარზე ახმაურდა წუხელ ყრუ ხევი, დაღამებულა უცნაურად, დილადრიან...!!! თეონა კიკვაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
მაგარია!
მაგარია!