კაცი,რომელსაც სიყვარული არ შეეძლო


უცნაური კაცი იყო,სადღაც ყოფნა- არყოფნას შორის გაჭედილი,
მარცხსა და გამარჯვებას შორის ბეწვის ხიდად გადებული,
ხან თვალდახუჭულს შეგეძლო გაგეარა იმ ხიდზე,ხან ვერ გაბედავდი,ვერ ენდობოდი...
ყველაფერზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა,მადლიერებისა და უმადურობის ზღვარზე იდგა გამუდმებით.
მისი გონება ყოველთვის ჯაბნიდა გულს,ტვინისა და გულის ჯიუტი ჭიდილი ქმნიდა უცნაურ ხასიათს,დიდი გარდასახვით,სიკეთიდან- სისასტიკემდე.
მას შეეძლო ერთ დღეს ყველაფერი გაეღო შენთვის,მეორე დღეს კი ერთი სიტყვით მოეკალი...
სიყვარული ტვირთად მიაჩნდა და მანამ ატარა,სანამ თავად ჩათვალა საჭიროდ,მერე შუა გზაში ჩამოაგდო მხრებიდან თავსხმა წვიმაში და სუსხში კიდურებდამტვრეული.
ეს ის სიყვარული იყო ადრე ლამის რომ გამოეცალა ხელიდან ერთ წამში და იქ იგრძნო პირველად საკუთარი სიკვდილი,მის გარეშე სიცოცხლის წარმოდგენის დროს უეცარი გარდაცვალება.
აი,ასეთი უცნაური კაცი იყო...
თითქოს მას არაფერი ესაქმებოდა ბედნიერებასთან,
ბედნიერებაც ტვირთი ეგონა,
მარტოობაზე გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი გახდა მისი სასჯელი...
ვერცერთმა წარმატებამ ვერ გახადა 
მისი გზა სრულყოფილი...
გზა ცარიელ სახლამდე...
ვერსად ვერ პოულობდა სიმშვიდეს,იჯდა სადღაც სახლსა და კარს შორის დროში გარინდული,ნაღვლიანი მოხუცი და სევდიანი თვალებით შესცქეროდა ცარიელი სახლის ფანჯრიდან მომზირალ მარტოხელა სიცარიელეს.

თეონა კიკვაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ლალი კიკალიშვილიმთარგმნელი3 წლის წინ

ავტორის ხედვა მომწონს მარტოხელა სიცარიელესთან დაკავშირებით

ლალი კიკალიშვილიმთარგმნელი3 წლის წინ

ავტორის ხედვა მომწონს მარტოხელა სიცარიელესთან დაკავშირებით

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი