შენი ადამიანი
და ერთ დღეს მოვა სრულიად უცხო, სრულიად უცხო ნაცნობი სულით, მოვა მზესავით თბილად და უხმოდ და აშლის ყველა ჩაკირულ სურვილს. მოვა ტკივილის და შიშის ფასად, მოვა შენსავით დამტვრეულ ფრთებით და თითქოს არც კი წასულხართ არსად, სხვადასხვა მხრით და სხვადასხვა გზებით, როდესაც იგრძნობს,როდესაც ჩათვლის, რომ ქარიშხლიან მთებზე გამზევდა, მოვა თითების და გულის გავლით და თვალებიდან სულში სამზერად. მოვა,განდევნის დაღლილ სინანულს, და ვეღარ დათვლილ წელთა სიავეს, ეკალბარდიან გზაზე სიარულს თავს დააღწევს და შენაც იმავე ბილიკს გაჰყვები ცისკენ მიმავალს, ბილიკს რომელიც სახლში აბრუნებს და დროც წუხილებს გადაგიმალავს, გადააფარებს ფერად საბურველს, ახმაურდება ხევები უხმო, იქ სადაც მუდამ ცაა მზიანი და ერთ დღეს მოვა სრულიად უცხო, მთლიანად შენი ადამიანი. თეონა კიკვაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი