ლილიან


შენს სევდას ყველას ნუ აჩვენებ ლილიან,თორემ არასოდეს შეგიშრება ცრემლები!
არც არავის შეევედრო სიყვარული და არც არავის უმტკიცო შენი არსებობა!
-მე მოვედი,თქვი და დაელოდე აყვავდება თუ არა შენს სულში გაზაფხული,თუმცა გაზაფხულზე მთავარი ზამთარია ლილიან,ზამთრამდე მიტანილი გაზაფხულია მთავარი.
იცოდე,რომ ამღვრეულ წყალს გამუდმებით ვერ დაწმენდ,ერთ დღესაც ან წყურვილი მოგკლავს ან თავად წყალი.
თუ ძლიერი არ იქნები
მუდამ ტირილი მოგიწევს,მტირალი კი არავის სჭირდები საკუთარი მარტოობის გარდა.
თავის მართლებასაც გარკვეული დრო აქვს აზრი და ძალა,მერე უკვე უკან სვლას იწყებ უნდობლობასთან ბრძოლაში.
ეს მარცხი არ გეგონოს ლილიან,ეს არჩევიანია,არჩევანი საკუთარ მესა და ნიღაბს შორის,რომელსაც სხვისი სურვილით მოირგებ და ვეღარასოდეს მოიხსნი,მერე ერთ დღესაც,როცა ძალიან მოგიჭერს ინანებ ლილიან,ინანებ რომ შენი შეცვლის უფლება მიეცი,რადგან არაფერია იმაზე დიდი სასჯელი,ვიდრე გრძნობდე, რომ შენ აღარ არსებობ.

თეონა კიკვაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი