ჩვენ დავბრუნდებით!


ჩვენ დავბრუნდებით უერთმანეთო დღეებიდან,როგორც ჩიტები უცხო ქვეყნიდან სუსხიანი ზამთრის შემდეგ.
ჩვენ დავბრუნდებით სამყაროდან სადაც შეგვიძლია ერთმანეთი არ გვიყვარდეს,სადაც ჩვენი ყველა სიხარული  სხვა სეზონის სამოსივით დავკეცეთ და შევინახეთ,საბოლოოდ კი ობი მოედო.
ობმოდებული სიხარულით დავბრუნდებით და მზეზე გავაფენთ ნესტიან სულებს.
მე გეტყვი,რომ შენი ძებნისას საკუთარი თავი დავკარგე.
შენ მეტყვი,რომ არასოდეს წასულხარ არსად.
ალბათ იწვიმებს იმ დღეს,
როგორც წასვლისას თბილ ქვეყანაში,სადაც ციოდა.
ჩვენ დავბრუნდებით ერთმანეთთან,როცა გავივლით ყველა სიტყვას,რაც მე დავწერე,როგორც გეგმა ჩემი ცხოვრების,
ან ბედისწერა.

თეონა კიკვაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი