გაზაფხულია ისევ იწყება ფიქრები შენით ..


გაზაფხულია ისევ იწყება ფიქრები შენით 
და ყოველ დილით ისევ მათბობს შენი სხივები
გზას გავუყვები ველოდები მაისის მოსვლას
რადგან მიხარის შენი ტრფობა შენს ხმას მივყვები
აპრილი ალბათ ნაწყენია მასაც ხომ სტკივა
სულ რომ არაფრად მივიჩნიე მისი გრძნობები
გამითავხედდა ნაზი ტრფობა ჩემო ლამაზო
მაგრამ მე მაინც მოგიძღვენი ჩემი სტროფები
გაზაფხულია ისევ იწყება ფიქრები შენით
სულ ცოტა დარჩა მაისამდე კიდევ დავიცდი
მაგრამ აპრილი ცრემლებისგან იღვრება ისევ
სასოწარკვეთას მივეცემი დღემდე განვიცდი
ნუღარ დასტირი ჩემო კარგო ასეთ ნატრფიალს
სადღა წავიდა ის სინაზე მერომ გიცნობდი
ვერ დავიჯერე არც მეჯერა ნუთუ შენახარ
მე ასეთ აპრილს არასოდეს არ შევიცნობდი
 
     
      ავტორი: თ.ოდილავაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი