წვიმს,ახლა ისევ წვიმს..


წვიმს,ახლა ისევ წვიმს
და შემოდგომაც დამდგარა რიგში
ქარების დღეა,ფოთლებიც ცვივა,
მზე იმალება ალბათ სხვა ჩრდილში.

აცივდებოდა სხვა რას იზამდა,
წვიმის წვეთებით სავსეა გუბე,
გავყურებ იქვე ლამაზ ხეივანს
ფოთლებით ისევ მევსება უბე.

ცაც ვეღარ მალავს ღრუბლიან დღეებს,
ფიფქი შენისლულ მყინვარზე დნება
და თავდახრილი ნაზი ყვავილი
სიცივისაგან უმალვე ჭკნება.
 
  
   ავტორი: თ.ოდილავაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი