შენმა სითავხედემ უცებ გაიღვიძა..


შენმა სითავხედემ უცებ გაიღვიძა
ხელი დაიბანა წვიმის წვეთებიდან
სხვისკენ გასროლილი ეგ ტყვიები
შენ დაგიბრუნდება დადგმულ სცენებიდან.

და ამ სცენებიდან შენი მონაყოლი
მაინც არ იქნება სხვისთვის არაფერი
რადგან ტყუილია ყველა სიტყვა
რადგან ტყუილია ყველა ჩანაწერი.

და თუ სიცრუეა ეს სიფარსე
თუკი სითავხედემ ასე გაგაღვიძა
მაშინ გეშინოდეს ამ ყველაფრის
რადგან დემონები შენში გააღვიძა.
 

     ავტორი: თ.ოდილავაძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი