ღმერთს მე ისევ ვიხმობ ჩემთან…


ღმერთს მე ისევ ვიხმობ ჩემთან
მინდა ჩამიხედოს სულში
რაღაც მსგავსებაა სხვებთან
ვიღაც ჩამჩურჩულებს ყურში.

სადღაც ჩუმად ისმის მაინც
წყნარი შეღამების ქნარი
ნუთუ სიჩუმეა ისევ
ნუთუ არაფერი არი.

ღმერთს მე ისევ ვიხმობ ჩემთან
მინდა ჩამიხედოს გულში
ვიღაც სითავხედეს ბედავს
სურს რომ გადავცვალო ფულში.

მე კი არ ავირევ ფიქრებს
ჩემსას დავჯერდები კიდევ
მაინც შემოტევას ცდილობს
თუმცა არ მივიღე ისევ.

ღმერთს მე ისევ ვიხმობ ჩემთან
მინდა დაინახოს სული
ღმერთი სიყვარული არის
სხვისთვის მე არ მიცემს გული.

      ავტორი: თ.ოდილავაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი