გულს ნუ გაიტეხავთ ქალბატონო**
გულს ნუ გაიტეხავთ ქალბატონო მზერა მოიშორეთ ცრემლიანი ამდენ მამაკაცში ერთი აირჩიეთ ენა რომ არ ჰქონდეს გესლიანი. ჩემო ქალბატონო იცი რასაც გეტყვი მზის პირს მიეშურე დატკბი სილამაზით თორემ წვიმებისგან ისევ მოიწყენ და წვეთსაც არ მიართმევ ფიანდაზით. ქუჩებს გადახედე საით დადიოდი ნახე თუკი გახსოვს რამე ადგილები თუ გზას ვერ გაუდექ გადაიღალე და მაშინ შეამცირე ცოტა მანძილები. გული რასაც გიგრძნობს ისე მოიქეცი ნუ დაემონები უხეშ მრისხანებას ზოგჯერ საჭიროა ნაზი სიყვარული მაგრამ გააჩნია ალბათ ვითარებას. მარტო ნუ იქნები თუგინდ ვინმე გყავდეს მინდა რომ აივსო ნაზი სამკაულით ხალხი დააჯერე შენში რა გიზგიზებს რომ არ დაუბიხარ ვინმეს სამკლაურით. რა დრო გავიდა და შენ კი ისევ ზიხარ მწარე რეალობას თვალს ვერ არიდებდი როგორ ივაჟკაცე მე რომ ეს გამეგო ალბათ მედლებს გვერდით დაგიდებდი. გულს ნუ გაიტეხავ ჩემო ქალბატონო თქვენში კიდევ მოვა კარგი გაზაფხული იცი? მე არ მინდა ცუდათ გამოხვიდეთ სახე რომ არ გქნოდეთ ისევ დაზაფრული. ავტორი: თეონა ოდილავაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი