შემოდგომაა
შემოდგომაა, მიიწურა ზაფხულის დღენი, თავი დახარა სიცივისგან ნაზმა ყვავილმა, ჩემი გრძნობები ურყევია შენდამი რწმენით, მაგრამ ავაზაკს შეეჯიბრე შურით აღვსილმა. ფოთოლცვენაა, საწყისია ზამთრის დაწყების, შენს სიამაყეს შევადარე, რომ ისხამს ხოტბას, მერამდენეა ტყუილების თითო მარცვლები, საღამოს კვლავაც შეექცევი ღვინისგან თრობას. დაღამდა ისევ ,გზას გვიძნელებს ბნელი ქუჩები, ლამპიონების განათებას ვერცერთი ხედავს, ჩემს პოეზიას ვეღარ დავსვრი შენზე ფიქრებით, მაგრამ გონება სითავხედეს ყოველთვის ბედავს. ხელები თრთოლვით იწყებიან მიჭირს თუ მილხინს, ზამთრის სუსხია, რომ არ მიყვარს თანაც მაწვალებს, რასგან მე სითბოს ვეგუები ყოველდღე თითქმის, შენ აისბერგის ყინულივით იჩენ ნაპრალებს. შემოდგომაა, ივიწყებენ წუთები წამებს და მერამდენე ფოთოლცვენამ გადაიარა, ვერ ვუყურებდი იმ მტკივნეულ სიზმარში ღამეს, თუმცა ღმერთივით გიშუშებდი ნაფლეთ იარას. ნოემბრის თვეა და სიცივე სულში სადგურობს, გზააბნეული იფანტება ხიდან ფოთლები, ქარს მიაქვს ფიქრი ,მიიჩქარის სწრაფად მღელვარედ, სიმთვრალეს ისევ დაუცლია არყის ბოთლები. შემოდგომაა ,ფოთოლცვენის ბოლო ვენდეტა, ალბათ იარას დამჩნევია ცოტა ბზარები, შემოდგომაა, ფოთოლცვენის ბოლო ვენდეტა, სიბრაზეს მართლაც ჩაუკეტავს ყველა კარები. ავტორი: თეონა ოდილავაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი