შენზე ლოდინში...


შენზე ლოდინში წუხანდელი სიზმარი გამოვტოვე...
შენზე ლოდინში ვერ დავიძინე, მაგრამ ვიწექი ლოგინში.
მაგრამ გელოდი, მაგრამ შენზე ლოდინში ვერ დავიძინე
და წუხანდელი სიზმარი გამოვტოვე...
იქნებ იმ სიზმარში მაინც მენაზე...
ოჰ, ღმერთო ჩემო, დამეზინა მაინც, იქ მაინც გნახავდი...
გუშინდელ ღამეს ვერ დავიძინე,
ვერ დავეწიე გუშინდელ სიზმარს...
გთხოვ, დღეს მაინც მოდი, რადგან
შენზე ლოდინში დღევანდელი სიზმარიც არ გამოვტოვო,
მაგრამ იქნებ იქ გნახო... ვცადო?
ზურგიდან ხმა გავიგე - დაიძინე, ის აღარ მოვა!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი