მომავლის იმედი / ბებიას გოგო


მარტივია სხვისი თვალით დანახული შენი ცხოვრება, მხოლოდ ერთეული ადამიანები არიან ღვთიური დაავადებით დაჯილდოვებულნი, რომელთაც შეუძლია დანახვისთანავე გაგიგონ, მოგისმინონ და წარმოთქვან შემდეგი სიტყვები: - „შეგიძლია მენდო, მე მოგისსმენ“, თუმცა საკითხავია ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან დედამიწაზე მცხოვრებთშორის? ალბად აუცილებლად უნდა არსებობდეს სადღაც. ან თუ კი არსებობს, როგორ უნდა გავარჩიო სხვებისგან?. ეს კითხვა ბავშობიდან მაწუხებს.
რატომ არასდროს დაუსვა კითხვა  მანუშაკას ჰუდემ, თუ ასე ძალიან უყვარდა ის და მისი ნახვის მოლოდინში განლია წლები, რატომ არ ჰკითხა და მოუსმინა მას? მასხომ ეჭვიც გაუჩნდა?.(თემურ ბაბლუანი, მზე, მთვარე და პურის ყანა).. საკითხავია. თუმცა რას გაუგებ ამ წუთისოფელს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად გაგიმართლებს ცხოვრებაში. ვფიქრობ თუ კი უიღბლობით ყველა შენს სანაცნობო წრეში ლიდერობ, მაშინ შენი დროც მოვა. დრო, რომელსაც შენატვრი, გწყურია და იხმობ.
ის ფანჯრის რაფა, რომელზედაც ახლა ვზივარ და ის ხე, რომელსაც ყოველთვის  აქ ჯდომის დროს ვხედავ, სხვა პატარა ბუჩქებთან ერთად ხელისგულივით გადაშლილ მინდორზე, ყვითელი მინდვრის ყვავილები და თეთრი ბაბუაწვერები ყველაზე მეტად ჩემია, ვიდრე დანარჩენი ამ სამყაროში არსებული სხვა საგნები და ადამიანები. ეს ადგილი არის სიმშვიდის, სინარნარის ზენიტი, სადაც შეგიძლია იფრინო, იოცნებო, იყო ის ვინც გინდა, რომ იყო, იყო იქ სადაც გინდა, გქონდეს ის, რაც გინდა. თუმცა ეს ყველაფერი არარეალურია და თვალების გახელის შემდეგ შენ ისევ იმ ფანჯრის რაფაზე აღმოჩნდები, რომელზედაც მთელი ბავშვობა გაატარე. და მაინც, განა ეს ცუდია?, გქონდეს ადგილი სადაც თავს მშვიდად გრძნობ? ვფიქრობ ეს საკმარისია იმისათვის, რომ გქონდეს იმედი, მომავლის იმედი. იმედი იმისა, რომ ცხოვრებაში ოდესღაც იპოვი ადგილს, სადაც თავს იგრძნობ, როგორც სახლში. თუმცა გრძნობა რომელზედაც ვსაუბრობ სულაც არ არის ნაცნობი, მხოლოდ წიგნებში, ფილმებში და ნათესავების ოჯახებში მაქვს ნანახი, მისი განცდის საშუალება კი არასდროს მქონია.
დაბადებისას თურმე დიდი აჯიოტაჯი ამტყდარა, დეიდაჩემის დაბადების დღის სტუმრები, დედაჩემის საგულშემატკივროდ წასულან სამშობიაროში და სასმლით გაბრუებულებს მთელი სამშობიარო აუწიოკებიათ, გეგონებოდა ადამიანს დიდი ვინმე იბადებოდესო, ისე შეუძრიათ სამშობიარო. მამაჩემს ჩემი მოლოდინიც კი არ ჰქონია, გონებია ბიჭი მეყოლება, ბიჭიო! თუმცა შენც არ მომიკვდე, დაიბადა გოგო, სახელად თინა. ეს ჩვენი თინა ჩვეულებრივი რიგითი ბავშვია, იტირა ერთი ორი მაგრამ ძუძუ მოაწოვეს თუ არა, სულაც არ გახსენებია რისთვისღა ტიროდა. თინამ როგორც კი ერთი წლის თავს მიაღწია, მეორე დედმამიშვილიც მალევე შეძენია. თეთრი ფითქინა ბიჭუნა დიდი ავლადიდებითა და სიმდიდრით, სახელად ვლადი. თინა გამოირჩეოდა ჰიპერაქტიურობითა და სიცელქით თავისი ძმისგან, ამისგამოც ხშირად უწევდა დასჯა. არც ისაა გასაკვირი, სახლში თუ მორიგი რამე გაფუჭდებოდა ვინ იყო თავში, ვის უწევდა ყველაზე მეტი მოცხება და ვინ ღვრიდა ყველაზე მეტ ცრემლს სახლში. განა როგორ არ  უნდა დასაჯო ბავშვი, როდესაც ათობით ბანანის ყუთს გადმოალაგებს შიგ თავის ძმას ჩასვავს, თავზე დაახურავს და ზემოდან ყუთებს შემოალაგებს? ან კალმით, რომლითაც რუსულ რვეულში რუსული ასოები და რგოლები უნდა გაგეყოლებინა, უცებ გადაწყვეტ შენს ძმას სახე გაულამაზო და ზედ მინდორ ველები დაახატო. თუმცა ვის დაუკარგავს ამის გამო შვილი?. საკითხავია... იმედია ოდესმე თუ ვინმე  ამას წაიკითხავს არ გაუჩნდება კითხვა: - ეს რამდენი კითხვები ჰქონია ამ საცოდავსო?!. ზუსტად, რომ კითხვები და კითხვითი ნიშნებით სავსეა ჩემი გონება და თუ არ ამბობ მაშინ სადმე ხომ უნდა აღნიშნო და დააფიქსირო?. აი აქაც კი კითხვა გაჩნდა.
ოჯახი, სადაც რამოდენიმე წელი გაუტარებია თინას მეხსიერებაში მცირე დეტალები შემორჩენია. ერთ სართულიანი ძველი რუსული მაღალზე მდგომი მწვანე ფერის სახლი, თეთრი კარითა და პატარა ხის ფანჯრებით საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჭიშკარიც მოშორებით იყო სახლისგან და ეზოში საკმაოდ დიდი ადგილი იყო სათამაშოდ. სახლის უკან დიდ ქართულ კაკლის ხეს შეხვდებოდით, რომელსაც ბოლები თავდახრილი ჰქონდა და ბოლებზე ხშირად გადაფენილს ნახავდით ტანისამოსს, რომელსაც პურის ყანაში მუშაობის შემდეგ ალბად გასაშრობად მიაკიდებდნენ. კაკლის ხესთან ახლოს ეზოს საზღვარი იყო რის შემდეგაც იშლება დიდი პურის ყანის მინდორი, სადაც ხის ჭაჭანებაც მოეხამუშებოდა თვალს, თუმცა ტიალი, უსასრულო მინდორი იყო. ეზოში, სახლთან ახლოს დიდი კიბეებით შეგეძლო სარდაფში ჩასვლა, სადაც ბევრ საზამთრო მარაგსა და ბაზრის ყუთებს  შეხვდებოდით, ხშირად ეს ყუთები ეზოშიც იყო მიმოფანტული. მისაღებში ძველი დიდი ტელევიზორი იდგა, რომლის პულტიც ხშირად თინა გახლდათ, ან დიდი ჯოხი, რომლის საშუალებითაც მდივანზე წამოკოტრიალებულ კაცს შეეძლო გაუნძრევლად გადაერთო და თავი შეეგცია. ვფიქრობ აქ მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არ გამოირჩეოდნენ. არაფერი განსაკუთრებული. თინა, რომელიც მაშინ ოთხი წლის იყო, იხსენებს დღეს, რომელიც საბედისწერო იყო თავისი პატარა ძმისთვის. ძველი რუსული აბანო კერძოდ „Русская баня“, იმ დროისთვის ძალიან იშვიათი თუმცა რუსებისთვის ძალიან პოპულარული და ასეროვთქვათ ძალიან სასიამომნო პროცედურაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისე დაიბანოს სხეული, რომ წყლის ორთქლის აბაზანები მიიღოს და ცოცხით თავი დაისრისოს. უზარმაზარ ქვაბში, რომელიც ცემენტისგან იყო ჩამოსხმული ჩუხჩუხებს წყალი, რომელიც წარმოქმნის უამრავ ორთქლს და რატომღაც ამ ორთქლის სუნთქვა სასიამომნო პროცესი მიაჩნია აქ მცხოვრებ ადამიანებს. გვერდით კი ცივი წყალი, რომელიც ასე თუ ისე აბალანსებს ოთახის ტემპერატურას. თუმცა ვიღაცისთვის დადებითი, ვიღაცისთვის უარყოფითი შესაძლოა იყოს, მაგრამ ბავშვისვის? უნდა აბანაოს ბებიამ ასეთ აბანოში ორი პატარა ბავშვი ერთად? ეს კითხვა მხოლოდ მას შემდეგ დაისვა, რაც ვლადი მესამე ხარისხის დამწვრობის შედეგად რეამობილით გადაიყვანეს კლინიკაში. კითხვის პასუხი გაინტერესებთ? ბებიას უბრალოდ შეეშალა და ვედრით წყალი, რომელიც ბავშვს ტანზე გადაავლო მდუღარე აღმოჩნდა. სულ ესაა. უმკურნალეს, მოუშუშეს ჭრილობები და საბოლოოდ სხეულზე აღარანაირი კვალი არ ჰქონია ასე ამბობენ, თავად თინას არ უნახავს, ვინაიდან მალევე დააშორეს ძმას. თუმცა დაშორებამდე ახსოვს ეს სცენაც. როგორ მოიმწყვდია ვლადმა ფეხი ველოსიპედის ბორბალში, როგორ შეიჭრა თმები შუბლზე და დაენახა ოჯახის წევრებს, ახსოვს როგორ სცემეს ამის გამო. ახსოვს ოცი მანათი, რომელიც მამამ ორი ცალი ნაყინისთვის გაატანა გვერდით მაღაზიაში, თუმცა მან მთელი ოცი მანათის ნაყინი წამოიღო და სახლამდე ძვლივს მოათრია. ახსოვს მისი საუკეთესო მეგობრის სილუეტი. თითქოს სიზმარში ნახული ჰქონდეს, არც სახე, არც სახელი, მხოლოდ ანარეკლი იმისა თუ როგორ თამაშობდნენ დედაშვილობანას, როგორ კრეფდნენ მინდორში მინდვრის ყვითელ ყვავილებს და იბწნიდნენ თმაში. ახსოვს ის დღეც როგორ წამოიყვანეს რუსეთიდან.
გასხვისება
ოთხმოციან წლებში, იყო ასეთი წეს ჩვეულება, გაეძიძავებინათ საკუთარი შვილი. მეფეები და მთავრები ერისთავებს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები - აზნაურებს, აზნაურები კი გლეხებს. უფრო ხშირად კი გლეხებს აზრდევინებდნენ თავადებიც, რათა თვლიდნენ, რომ ასე უფრო ისწავლიდნენ ბავშვები, რომ მაღალ და დაბალ წოდებას შორის ზღვარი არ გადიოდა. გლეხთან დიდებულის შვილები, სწავლობდნენ იმას, რასაც სასახლეში ვერ ისწავლიდნენ. შრომას, ხელსაქმეს, ადამიანებისა და ღვთის სიყვარულს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პატივისცემას. არ იფიქროთ ეს იმიტომ მოვაყოლე, რომ თინაც გააძიძავეს. თინა არც აზნაურის, არც თავადის შვილი არ გახლდათ, ის იყო უბრალო ოჯახიდან. ოჯახი, რომელიც სანათესავო წრიდან ათასობით კილომეტრში ჰქონდათ საცხოვრებელი, მოწყვეტილი იყო ყველასგან. ერთ დღესაც, ერთი შუა ხნის ქალბატონი ეწვიათ სახლში. მეტად შეძლებული, ახოვანი, ძლიერი გუნების და სულის პატრონი. ხუჭუჭა ოქროსფერი თმა, მზის შუქზე კიდევ უფრო უელვარებდა. გაღიმებისას ორცალ ოქროს კბილს შეამჩნევდით პირის ღრუში. წელზე შემორტყმული ტყავის ჩანთა, ეს იყო ერთადერთი მისი ბარგი, რაც მას თან ჰქონდა. ეტყობოდა, რომ დიდი ხნით არ იყო ჩამოსული. თურმე თინას წაყვანა ჰქონია გადაწყვეტილი. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ეს ქალბატონი გახდებოდა მთელი მისი ბავშვობა და ტკბილი მოსაგონარი?!. თინას ოჯახთან განშორება არ გაჭირვებია, ოთხი წლის ბავშვმა ნაკლებად იცის განშორების დედააზრი, თუმცა არც უფროსებს ჰქონიათ დანაკლისი, მეტიც თითქოს ტვირთი მხრებიდან მოეხსნათ კიდეც. უფრო მეტიც დამშვიდობება სახლის ჭიშკართან დასრულდა, ხელის დაქნევით. სწორედ იმ თეთრ მარშუტკაში ჩაჯდომის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცნობდა ამ ადამიანს, თავს იმაზე მეტად მშვიდად გრძნობდა, ვიდრე საკუთარ დედასთან, თითქოს ხვდებოდა, რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებდა.                           						ორიათასიან წლებში მოგეხსენებათ, ნაკლებად იყო განვითარებული ტექნოლოგიები, არც თუ ისე რთული იყო საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა მცირე წლოვან ბავშვთან ერთად მშობლის გარეშე, ამას არავინ დაუშვებდა. ერთადერთი დოკუმენტი, რაც ზემოდ ხსენებულ ქალბატონს, ლელეკოს გააჩნდა თინას შესახებ, იყო ფურცელი წარწერებით. ამ საბუთის საფუძველზე საზღვართან არც კი მიისვლებოდა. თუ ვინმე პოლკოვნიკი გადაწყვეტდა ბავშვი წაერთმია და ბავშთა სახლში მიებარებინა, თვითონ ლელეკო კი დაეკავებინათ და ყველანაირი გამოძიების გარეშე ციხეში გაეგზავნათ, ამას წინ ვერავინ აღუდგებოდა. მოგეხსენებათ რამხელა რისკი იყო. აქაც ჩნდება შემდეგი კითხვა? რატომ გარისკა მშობლებმა და შემდეგ ბებიამ? ამ კითხვაზე პასუხი ოცი წლის შემდეგაც არავის აქვს. როგორც ვახსენე, ლელეკო საკმაოდ ძლიერი გუნების ადამიანი იყო, თუ გადაწყვეტდა აუცილებლად გააკეთებდა. არც გამოსავლის ძებნა გაჭირვებია, თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. სტავროპოლიდან ვლადიკავკაზში ჩამოსვლა სულაც არ იყო რთული, არც საბუთები შეუმოწმებია მძღოლს, მთავარი იყო დაგენახებინა რამოდენიმე ათასი მანათი და უსიტყვოდ შეძლებდი ძველ, დაჟანგულ ავტობუსში ასვლას და შესაძლოა ადგილიც კი შეგხვედროდა, თუ კი დაასწრებდი სხვა მგზავრებს. ვლადიკავკაზში ჩასვლის შემდეგ რამოდენიმე ხელჩანთით თინა ლელეკომ სადგურში დატოვა, სადგურის ერთ-ერთ მოსაცდელში, თვითონ კი შორი ახლოს მარშრუტკის მძღოლებთან მოსალაპარაკებლად გავიდა. საუბარმა დიდხანს გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ თინა სრულებით ენდობოდა ლელეკოს, მას ეს გრძნობა გათბობაში საერთოდ არ ეხმარებოდა, რადგან ნოემბრის შუა რიცხვები იყო. წითელი მანტო შავი ფოლაქებით, და მთლიანი ზოლიანი კაბა მუხლებამდე არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ არ შესცივებოდა. ჩანთებთან მიტუზული კანკალებდა.                                                                                                                         - ძალიან ცივა, ჩანთაში ადეალა იქნება და მოგაფარებ. - თქვა და ჩანთებში ქექვა დაიწყო. მოახვია და ისევ წავიდა. რამოდენიმე საათი ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ. მარშუტკის მძღოლები, რომლებსაც შეეძლოთ საზღვარის გადაკვეთაში დახმარებოდნენ წინააღმდეგნი იყვნენ. ეშინოდათ. იმ ღამეს იქ დარჩნენ. სადგურის მოსაცდელში, სადაც ღია სივრცეა და არანაირი სითბო. მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა ბავშვი შეეფუთა, რათა თბილად ყოფილიყო, თვითონ კი ნაცრისფერ შალის სქელ სვიტრში იყო გახვეული, რომელსაც დიდი საყელო ჰქონდა და თავზეც კი წამოიფარებდა შიგადაშიგ. გამთენიისას, როდესაც უკვე დაიწყო ხალხის მიმოსვლა და ხმაური, ლელეკო ისევ არ ჩანდა. ის ისევ ცდილობდა ვინმე მოესყიდა, ისევ უშედეგოდ. თინას გაღვიძებიდან კარგახნის შემდეგ გამოჩნდა, ბულკით და მაწვნით ხელში. მიირთვეს. მზეც ამოვიდა, გაათბო არემარე.                                                    - დღეს ღამის სამ საათზე გადის მარშუტკა, მძღოლს ვეფხვია ქვია, იცის შენს შესახებ. აქ ნუღა იდგები, ყურადრებას იქცევ. პირველ საათზე ჩამოდგება, შემდეგ შეძლებ ჩაჯდომას. - მოუახლოვდა მაღალი სუსტი ქერა ბიჭი მუქი ლურჯი ფორმით. ლელეკო არელოდა. გაუხარდა. მაშინვე ნივთების აგროვება დაიწყო. ჩანთები ზურგზე შემოიდო თან თინასკენ მზერით წარმოთქვა:                                                                        						 - წავედით, გამომყევი. დღეს კარგი დღე გაგვითენდა, გაგვიმართლა, მალე სახლში ვიქნებით - გატეხილი რუსულით უთხრა თინას, რომელსაც ვერ გაეგო დიდად რა იგულისხმებოდა ამ უცნაურ სიტყვებში, თუმცა მისი სიხარული გადამდები არმოჩნდა და თვითონც გაბედნიერდა. წინ მიაბიჯებს ლელეკო უკან ფეხდაფეხ მიყვება თინაც დიდ მწვანე ადეალა შემოხვეული, რომელიც არც თუ ისე მარტივი სატარებელი იყო. სადგურისგან მოშორებით პატარა პარკში შევიდნენ, ირგვლივ სულ პატარა ბილიკები და ხეები იყო თავისი სკამებით, ერთერთ სკამთან ჩანთები ჩაამწკრივა და ჩამოჯდა გვერდით კი თინა მოისვა. ამ შუა ხნის ქალბატონს, ოქროსფერი თმითა და ოქროს კბილით, ჰქონდა ასეთი ჩვევა, რომელიც საზოგადოდ გამოარჩევდით სხვა ადამიანებისგან. თავისუფალ დროს, როდესაც არ ჰქონდა ხელები დაკავებული ავტომატურად იღებდა ჯიბიდან კბილის ჩხირს, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა და მაშინვე წინა კბილს გამოეთამაშებოდა ხოლმე, ეს ჩვევა ასევთქვათ იყო მისი დამამშვიდებელიც, რადგან სულ რაღაც ახალ გაღვიძებულზეც, რომ დაეწყო კბილთან თამაში დამერწმუნეთ მალევე ჩამოეყვინთებოდა, სულერთია სად და რა ვითარებაში იქნებოდა. ასეც მოხდა იმ დროსაც, პარკში სკამზე მიყრდნობილი. მისი შალის ზედა, რომელიც სითბოთი ალბად სამ კურტკას მაინც უდრიდა, ზემოდან ჰქონდა მოცმული ტყავის კურტკა, რომელიც არ ეკვრებოდა,  გვერდიდან რო შეგეხედათ იფიქრებდით, რომ იმიტომ აცვია ეს კურტკა თრევა ეზარებაო და ჩაცმული ატაროს ამჯობინებსო. რამოდენიმე საათი გასტანა ძილში ლელეკომ, თინას კი ამ დროისთვის მოვლილი ქონდა ახლომდებარე სკამები და თითოეულ მათგანზე ჩამოჯდებოდა და თავისებურად თავს ირთობდა კიდეც, თუმცა ლელეკოს სკამს არამც და არამც არშორდებოდა. დაახლოებით დღის ორი საათისთვის მოსიარულე მაღაზიამ ჩამოიარა. გაგიკვირდებათ ქალს ურიკა ჰქონდა სადაც შეგეძლო ნებისმიერი ტკბილეული, სასმელი და ბულკებიც კი შეგეძინათ. ლელეკომ, რომელიც ამ ქალის „ცხელი ხაჭაპურის“  შემოძახილმა გააღვიძა, ჰკითხა მას ფასი და თინასთვის ერთი ცალი ხაჭაპური და შუშის ბოთლით მსხლის ლიმონათი იყიდა. თინამ როგორც კი თვალი მოკრა მასთან აღმოჩნდა. ხაჭაპურის ნახევარზე, რომ დავიდა დაფიქრდა, მისთვის რატომ არ იყიდა? და ნახევარი მას მიაწოდა.                                                                				              - გაძეხი? - ჰკითხა თინას. მან კი პასუხის ნიშნად თავი დაუქნია, რომ მეტი აღარ სურდა. ჭამა კი თვითონ განაგრძო. ჩამობნელდა. დაახლოებით ექვსი საათი იქნებოდა და აცივდა. გვერდიდან კაცი მოუახლოვდათ                                                    				                       - გამარჯობათ, ცუდად არ გამიგო დეიდა. დილიდან აქ ვდგავარ ჩემი მანქანით. ვტაქსაობ. დილიდან გხედავთ აქ რომ ზიხართ ბავშვთან ერთად, შეგიძლიათ ჩემს მანქანაში მოიცადოთ, გარეთ ცივა, ყინავს არ გაცივდეთ.                                                                                              - ღმერთმა დაგლოცოს შვილო. ჩემი შვილიშვილია საქართველოში მიმყავს. მანქანაში არ ჩამსვეს თორმეტსაათამდე არ მოხვიდეო, სხვაგან წასასვლელი არ მქონდა, სტავროპოლში არის ჩემი შვილი, აზრი არ ქონდა იქ წასვლას.                                                                         	  - გასაგებია. დაგეხმარებით - ჩანთების აღებაში დაეხმარა ლელეკოს და მანქანისკენ გაეშურნენ, რომელიც აქვე ახლოს ყავდა გაჩერებული. ჩანთების ჩადება საბარგულში უნდოდა ამ კეთილ კაცს, მაგრამ ლელეკომ წინა სავარძელზე დაადებინა                                                                                                     - შვილო არ დამჩეს წინ დადე ცოტახანი გავჩერდები და მერე უნდა წავიდეთ. - უთხრა და მანქანაში ჩასხდნენ. თინა გვერდით ახლოს მოისვა და თავი გულზე დაადებინა.                                                                                                                                                              - დაგლოცოს ღმერთმა შვილო. ცუდად არ გამიგო, ასეთი კეთილი რუსი ჩემს ცხოვრებაში პირველად შემხვდა, მოვხუცდი ქალი რუსებში. მატარებელში ლაწირაკი ბავშვები არ დაგითმობენ ადგილს არამც თუ მანქანაში ჩაგსვან და გაგათბონ. იმხელა თანხა გადამახდევინა მძღოლმა და მანქანაშიც არ ჩაგვსვა, ისიც ხომ ხედავდა ბავშვით გარეთ ვიჯექი. ზოგს გულის მაგივრად ქვა აქვს საგულეში.                                                                                                                                  - დიდი მადლიერებით სავსე ლელეკო,  გულში იხუტებს  თინას.                                                - არაფერია სამადლობელო, მე მაინც აქ ვდგავარ, მუშაობა არ მაქვს.                            		       - თუ ვინმე მოვა კლიენტი, არ მოგერიდოს ჩვენ გადავალთ მანქანიდან.                             	  - არარი პრობლემა, ნუ იფიქრებთ ამაზე. -მორიდებული და ამავდროულად თავაზიანი აღმოჩნდა, თუმცა ლელეკოსავით მასაც ბევრი ლაპარაკი ჰყვარებია და მალევე ისე გააბრუეს ერთმანეთი, რომ ორივეს ჩამოეძინა. სრული სიჩუმე იდგა, გარეთაც საკმაოდ ბნელოდა. თითქოს ვიღაცამ შეაშინაო ისე წამოიძახა ლელეკომ                                                                                                                                       - ვაი დედა! - ირგვლივ მძღოლიც და თინაც შეშინებული აბრიალებდნენ თვალებს.		   - გლახა სიზმარი ვნახე. საათი ნახე შვილო არ გამასწროს მანქანამ.                              		    - თორმეტი დაიწყო. - მიუგო შეშინებულმა კაცმა.                                                              		       - აჰა, კინაღამ გამომეპარა დრო, მოდი მოდი მოფხიზლდი უნდა წავიდეთ. ისეთი მადლიერი ვარ შენით ნიკოლაი! ღმერთმა სულ მწვანეზე გატაროს და სიკეთის გზაზე გევლოს ყოველთვის. - ქართული, გურული აქცენტით მიაყარა სიტყვები ამ კეთილ კაცს, რომელიც გაკვირვებული უსმენდა და რომელმაც მხოლოდ რუსულად ნათქვამი მადლობა გაიგო                                                                                                                                                    - მაგრამ მე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, ნუ მიხდით მადლობას. - მანქანიდან გადმოვიდნენ, ნივთები შემოიწყო და დაემშვიდობა თან ლოცვა კურთხევაც არ დააკლო.                                                                                                                                          - სადგურთან მიგიყვან დეიდა, რატო ჩქარობ.                                                                                                         - არა შვილო, ასე ვერ შეგაწუხებ, შენი ისედაც მადლიერი ვარ. კარგად იყავი. - მხრებზე გადაკიდული ჩანთებით, ხელი ჩაკიდა თინას და სადგურის გზას გაუდგნენ. თინა ძილბურანში იყო, ვერ გაერკვია სად ან რატო მიდიოდა. სადგურში, რომ შევიდნენ იქ სადაც ავტობუსი უნდა მდგარიყო, სიცარიელე იყო. აფორიაქდა ლელეკო:                                                                                                                                           - დედა ჩემი სიკვდილი! მომატყუა იმ ძაღლმა! რავქნა ახლა, რავქნა ახლა? - იმეორებს სიტყვებს და ჩანთებს მიწაზე ყრის. პირდაპირ მიექანება სალაროსთან გაგიჟებული. სალარო ჩაბნელებულია. ფანჯარაზე ბრახუნს იწყებს, ლამის ჩატეხოს შუშა. ამ დროს მოანათა დიდმა ავტობუსმა და მაშინ ლელეკო დამშვიდდა.                                                                                                                                                    - აგერ არ მევიდა?! კინაღამ შემაქანა ქალი. - უკან თინასტან ბრუნდება, ჩანთებს იღებს და ავტობუსისკენ მიდის.                                                                                                                		  - ბებია მე მეგონა არმოხვიდოდი შემაშინე! - ღიმილით უებნება მძღოლს                                                       - საქართველოში ვერ გადაგიყვან. საზღვრამდე მიგიყვან, მერე იქ დამხვდება ჩემი ნაცნობი ის გადაგიყვანს საზღვარზე.                                                                                              			  - რასამბობ ბებია, ფული ხომ გადაგიხადე, შენი იმედი მქონდა. იმ კაცმა ფული, რომ მომთხოვოს არაფერი არ მაქ. მთელი დღე და ღამე გარეთ ვიჯექით, ამ სიცივეში, ძაღლსაც არ გააგდებენ გარეთ.                                                                                           				  - ნუ ნერვიულობ! მე მოვგვარდები იმ კაცთან, ახლა დაჯექი, პანიკას ნუ ქმნი!                                                 - რა პანიკა ბებია?, ქუჩაში არ დამტიო! - მანქანაში ავიდნენ, დასხდნენ. ერთი სული აქ ხალხი მოვიდეს და დაიძრან, რადგან ეშინია არ ჩამოაგდოს დაბლა. იცის, რომც ჩამოაგდოს ვერსად შესჩივლებს, რადგან შეიძლება დაასმინოს და უთხრას ჩინოვნიკებს ამ ქალს უკანონოდ მიყავს ბავშვიო, ამით კი არამც თუ საქართველოში ჩასვლა, არამედ ბავშვს წაართმევენ და მას ციხეშიც გაუშვებდნენ. მალევე ხალხი მომრავლდა და ავტობუსი დაიძრა. ერთის მხრივ ლელეკო დამშვიდდა მაგრამ იცოდა წინ კიდევ დიდი ამბები ელოდა. დაახლოებით ოთხ საათიანი მგზავრობის შემდეგ, ავტობუსი გზიდან გადავიდა. მიკროფონში მძღოლმა გამოაცხადა, რომ მეორე ტრანსპორტში უნდა გადასხდნენ, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო ვეღარ შეძლებდნენ ამ ავტობუსით მგზავრობას. ხალხში ქაოსი ატყდა, მითქმა მოთქმა დაიწყეს, თუმცა ხმამაღლა არავის არფერი უთქვავს. ეს ლოგიკურიცაა არავინაა დაზღვეული იმისგან თუ რას გადაწყვეტს ორი ახოვანი მამაკაცი, რომელთაც დიდი ალბათობით იარაღიც ექნებოდათ, ვინ იცის იქნებ სულაც დაეტოვებინა ეს ხალხი შუაგულ ტყეში მერე რაუნდა ექნათ? სწორედ ამ შიშის გამო გაჩუმდა ყველა და დაემორჩილა. მეორე ტრანსპორტი სულაც არ ჰგავდა ტრანსპორტს, საერთოდაც გაგიკვირდებოდათ ამით როგორ უნდა ვიმგზავროვო. სიძველისგან დაჟანგული, პატარა მწვანე ფერის მარშუტკა, რომელსაც უკან სავარძლების ნაცვლად გასაშლელი სკამები ჰქონდა. საინტერესოა ვინ როგორ უნდა დამსხდარიყო, რომ კიდევ ოთხი ხუთი საათი ემგზავრა. ლელეკოს იმის დარდი ნაკლებად ჰქონდა თუ როგორ იმგზავრებდა საქართველომდე, უფრო ის ადარდებდა იმგზავრებდა თუ არა საერთოდ. თითქმის სავსე იყო ტრანსპორტი ლელეკო მძღოლს მიუახლოვდა უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ თანხა რომელიც წინასწარ მგელს ჩაუდო ჯიბეში, მან კი სანაცვლოდ თინას მალულად გადაყვანა დაჰპირდა, ისევ იყო თუ არა ძალაში. მძღოლმა დანახვისთანავე უთხრა.                                                                                                           				  - ჩაჯექი რასელოდები?                                                                                                                                                              - კი ჩავჯდები მაგრამ ჩემს შესახებ ხომ არ დაგავიწყდა.                                                                                                           - არა ყველაფერი მახსოვს. მე გადაგიყვან საქართველოში. მთავარია სიჩუმე შეინარჩუნო, როგორც თქვენ ასევე სხვა მგზავრებმაც. არავის არუნდა წამოცდეს, რომ აქ ბავშვი არის. თანხას დაემატება 5000 მანეთი, შეგიძლია თბილიში რომ ჩამოგსვავ მაშინ გადამიხადო არაა პრობლემა.                                            								  	      - რასამბობ მე უკვე გადაგიხადეთ თანხა! მე მეტი არაფერი მაქვს რა გადაგიხადოთ? ჰაერში ვარ.                                                                                                 					              - მაგიტო გეუბნები, რომ ჩახვალ თბილიში იქ დაგახვედრონ და გადამიხადე, ახლა ხომ არ გთხოვ. - სხვა გზა არ ჰქონდა ლელეკოს უნდა დათანხმდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღე- ღამე ქუჩაში  გაატარეს და ლუკმა პურსაც იყოფდნენ, ლელეკოს ყოველთვის ჰქონდა თავის პატარა „ტოპსიკაში“ მკვდარი თანხა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში თუ ახლებდა ხელს, სწოორედ ახლა იყო უკიდურესი შემთხვევა მაგრამ მძღოლი მაინც დაარწმუნა, რომ თანხა, რომელსაც დამატებით ითხოვდა არ ჰქონდა თან და თბილიში მას დაახვედრებდნენ. ეს ერთდგვარად გარანტია დაიტოვა თავისთვის. მძღოლი მგზავრებით სავსე მარშუტკაში ავიდა ცლფეხად და განაცხადა უმკაცრესად, რომ საზღვარზე შემოწმების დროს ბავშვს არავინ ახსენებდა და სიჩუმეს შეინარჩუნებდნენ. ლელეკო დაჯდა და  კალთაში ჩაისვა თინა.                                                                          - რას აკეთებ ბებია? მე აქ ზღაპრებს ვკითხულობ?                                   			                            - რამოხდა?                                                                                                          			                   -ბავშვი ქვემოდ ჩაწვება  სათადარიგო საბურავთან. - თინას ხელი დავლო და მარშუტკიდან ჩაჰყავს.                                                                                                                            			    - ერთი წუთი მოიცადე! ავუხსნა შეშინებულია - შეაჩერა ლელეკომ და თინა ხელიდან გამოგლიჯა. თინა ჭკუაზე ვერ მოდის და უხმოდ ტირის, ხმას ვერ ირებს.                                                                                                                                            - მოიცადე, მეც მასთან დავჯდები, მარტო ვერ გავუშვებ! - ლელეკომ კურტკის გახდა დაიწყო.                                                                                                                                                             - სწრაფად, სწრაფად. -  მძღომა მარშუტკის მოკლე დერეფანი გაიარა და უკანა სკამებთან იატაკს ვიწრო თავსახურივით ააცალა პოლი. ახდისას საგრძნობლად იგრძნობოდა ტაოტის სუნი და სუსხი სიცივე.                                                                                                                                     - ჩადით! სწრაფად, ამდენი დრო არ გვაქ.                                                                                                                                                                                            - ბებია აქედან ხომ არ გადავცვივდებით? - შეიჭყიტა და სიბნელეში ასვალტს მოკრა თვალი.                                                                                                                         - არა, მთავარია არ იმოძრაოთ და ჩუმად იყოთ. გზადაგზა გაგვაჩერებენ საზღვრამდე ამიტომ ორი საათი დაგვჭირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე, ბავშვი დააწყნარე, ხმა არ ამოიღოს თორე შენთან ერთად ყველა დავიღუპებით!. ჯერ შენ ჩადი, ბავშვი გულზე დაიწვინე!                                                                                                                                          - კარგი. - ლელეკოს ჩასვლა საკმაოდ გაუჭირდა იმდენად ვიწრო იყო თან ქვემოდ დაჟანგული ჟეშტის პოლი, რომელიც ასვალტთან რამოდენიმე სამტიმეტრით აშორებდა საკმაოდ საშიშ ფონს ქმნიდა. საბოლოოდ ორივე ჩავიდა. სხვა გზა არ ჰქონდათ, მას არავინ დაპირებია, რომ სავარძელზე კომფორტულად დამჯდარს გადაიყვანდნენ. მას ხომ ბავშვი უსაბუთოდ გადაჰყავდა. მალევე დაიძრნენ თუ კი ამას დაძვრას დავარქმევთ. რამოდენიმე წუთი დასჭირდა, რომ დაძრულიყო. სამალავში კი მარშუტკის მატორის და ტაოტის სუნი გამძაფრდა. მგზავრობისას ერთადერთს რასაც ირგვლივ ხედავდნენ იყო ჭერი, იმდენად ვიწრო, რომ დაწოლილ მდგომარეობაში ფეხის მოღუნვა საკმაოდ გაგიჭირდებოდათ. მარცხენა მხარეს იყო სიცარიელე და ასფალტიც მოჩანდა, საბედნიეროდ ამ ასფალტიდან შემოდიოდა ჯანგბადი და სიცივეც ერთად თუმცა იმ დროს ორივე საჭირო იყო, რათა ლელეკოს არ ჩამოძინებოდა და ბავშვი არ გადაგორებულიყო სამალავიდან ასფალტზე. რამოდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ ასფალტი საგრძნობლად განათდდა, ეტყობოდა თენდებოდა და მარშუტკაც გაჩერდა. ლელეკო პირზე აფარებს თინას ხელს და ანიშნებს, რომ  ხმა არუნდა ამოიღოს, თუმცა თინას მშობლების სახლის დატოვების წუთიდან, იმ წუთიდან, როდესაც მას დედა ხელის დაქნევით დაემშვიდობა და უკან გაბრუნდა ხმა აღარ ამოუღია, თუმცა ეს ჯერ არავის შეუმჩნევია. მალევე გაისმა ნაფეხურების ხმა, ეტყობოდა შემოწმების მიზნით მგზავრები მარშუტკიდან ჩაიყვანეს და ხელ-ბარგი შეუმოწმეს, რამოდენიმე წუთი დაყოვნდნენ და მოძრაობაც განაგრძეს, თან ისე, რომ არც არავის უეჭვია რაიმე. ლელეკომ შვებით ამოისუნთქა.                                             							  - მემგონი გადავრჩით! - ჩაუჩურჩულა ყურში გაღიმებულმა. თინამც საპასუხოდ გაუღიმა.  რამოდენიმე საათი მგზავრობნენ, შემოწმებამაც წარმატებით ჩაიარა, თუმცა საზღვარი ჯერ არ გადაულახავთ და წინ კიდევ დიდი სანერვიულო ელოდათ. მარშუტკამ მალევე საგრძნობლად მოუკლო სიჩქარეს,  ეტყობოდა საცობი იყო, მალევე გაჩერდნენ კიდევაც. სამალავიდან მოჩანდა შავი ბათინკები, როგორ მოძრაობდნენ მარშუტკის გარშემო შემოწმების მიზნით, მარშუტკის ქვემოთაც შემოიხედეს სარკებით და უსარკოდაც მაგრამ მათი სამალავი მართლაც მალული აღმოჩნდა. საბედნიეროდ საზღვარზე უპრობლემოდ   გადავიდნენ და მარშუტკის მძღოლმა, მალევე ისინი ამოიყვანა და სავაძლებზე დასვა. ეს სავარძელი მართლაც ჩინებული აღმოჩნდა სათადარიგო საბურავთან ჯდომის შემდეგ, თუმცა ამას ვინ დაეძებდა, ისინი საქართველოში იყვნენ..
            





















გაცნობა
სრული სიბნელე, წვრილი ფანრები და ბევრი საფეხურები. ასე აღწერს საქართველოში შემოსვლის შემდეგ თინა, ეს არის მის მეხსიერებაში ჩალექილი ღრმად. პუტკუნა ბიჭი, რომელმაც ის მეოთხე სართულზე კისერში ჩაჯენილმა აიყვანა. ქერა სუსტი გოგო, ულვაშებიანი ბაბუა. ისინი ლელეკოს ესაუბრებოდნენ დროდადრო თინას მიუბრუნდებოდნენ გაბადრული სახეებით, თუმცა თინას მათი არ ესმოდა. ვერ იგებდა რას ეკითხებოდნენ, რა უნდოდათ, რა უხაროდათ. სრულიად გაუგებრობაში იყო, ვერ გაეგო უნდა გახარებოდა ეს ადამიაები თუ შეშინებოდა, ისინი ხომ მისთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ. მალევე თავი ჩახარა და ჩუმად ატირდა, მაშინ პირველად ისურვა დედა, თუმცა ხმამაღლა ეს არც მაშინ და არც შემდგომ წლების განმავლობაში არ გაუჟღერებია. 													მოულოდნელად ის პუტკუნა ბიჭი, რომელმაც მეოთხე სართულზე კისერში ჩამჯდარმა ამოიყვანა, ხელი დასტაცა და მუხლზე დაიჯინა. მაშინ ლელეკო, რომელიც გვერდით ეჯდა თავისი გატეხილი რუსული ენით თინას გააგებინა, რომ თურმე ეს ადამიანები მისი ნათესავები ყოფილან, მაგალითად ეს პუტკუნა ბიჭი ბიძიაა ქერა გოგონა კი მისი ცოლი, ულვაშებიანი ბაბუა კი მისი ნამდვილი ბაბუა. თინასთვის ეს მაინც გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ნათესავები, მას ხომ არასდროს არავინ გაუცნია და ვერც წარმოედგინა, რომ მშობლების ბებიის და ერთადერთი ძმის გარდა კიდევ შეიძლებოდა ჰყოლოდა ვინმე, ვინც მისი ახალი ოჯახი გახდებოდა. მის გაოცებას არც მაშინ ჰქონდა საზღვარი, როდესაც გაუმხილეს, რომ კიდვ უამრავი ნათესავები ჰყოლია, თან იმდენი, რომ შეიძლება იმ ოთხოთახიან სახლში სადაც იმ წუთას იყვნენ ყველა ერთად რომ დახვედროდნენ მას ვერც დაეტეოდნენ და ამიტომაც მათ ეტაპობრივად გაიცნობდა. ამასობაში თინა მოშინაურდა და ჩანთაში თავისი პირველი ზღაპრების წიგნის მოძებნა დაიწყო. ეს წიგნი იყო მისი საყვარელი, რადგან ზღაპრის მთავარი გმირი მფრინავი გედი იყო, რომელიც ცდილობდა თბილ ქვეყნებში შვილის წაყვანას, რომელმაც ჯერ ფრენაც არ იცოდა და ცივი სუსხიანი ზამთარიც დგებოდა. უნდოდა ეს წიგნი ენახვებინა და შემდეგ ვინმეს წაეკითხა მისთვის, რადგან ის სულ რაღაც ოთხი წლის იყო და  კითხვა აბა,  როგორ უნდა სცოდნოდა?!															მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა ოთხი წლის ბავშვს ამდენი რამ საიდან უნდა ახსოვდესო?....ჰმ.. ამის დავიწყების საშუალებას არ აძლევდა ლელეკო. ის წლების განმავლობაში გამუდმებით ესაუბრებოდა დედაზე, თუ როგორი ცხოვრება არის ახლა იქ, როგორ უჭირთ, როგორ გააქვთ ყოველი დღე, როგორ ენატრება მათ თინა, იგონებდა სხვადასხვა მიზეზებს იმაზე, თუ რატომ არ ურეკავდნენ მას, რატომ არ ჩამოდიოდნენ მის ყოველ და მომდევნო დაბადების დღეებზე, საბავშვო ბაღში შესვლის დროს რატომ არ იყო მის გვერდით დედა, ან მისი სკოლაში შესვლის დღეს რატომ არ მიაცილა სკოლამდე და რატომ არ ელოდებოდა სკოლის ეზოში, როგორც სხვა დანარჩენი მშობლები, თუმცა არც სკოლის დასრულების შემდეგაც ყოფილა მის გვერდით . დედის სახე პირველ კლასამდე ახსოვდა. ძმის, მამის და ბებიის კარგახნის დავიწყებული ჰქონდა. დედის სახე შემორჩა გონებაში ქრთალად. როდესაც ერთ-ერთ ნოსტალგიის დროს ლელეკოს უთხრა, რომ დედის სახე ავიწყდებოდა მან მაშინვე უთხრა რომ ის ძალიან ჰგავდა მირანდას. ის თინას ერთ-ერთი დეიდაა. უთხრა: 				                       				  - როდესაც გეგონება, რომ გავიწყდება მაშინ გაიხსენე ის და აღარ დაგავიწყდებაო. მას შემდეგ ყოველთვის მისი სახით წარმოიდგენდა ხოლმე დედას და მირანდაც ძალიან უყვარდა. თოჯინებით თამაშის დროს თავის დეიდაშვილ ანოსთან ჩხუბიც კი ქონდათ ხოლმე, არა მირანდა მე მქვია, არა მეო, როგორც ჩანს მირანდა ორივე პატარას ძალიან უყვარდა, აბა ამდენ სახელებში, ამდენ დეიდებში მანდამაინც მირანდა სახელი რატო მოეწონებოდათ?!.. ძალიან უყვარდა მასთან ჩასვლა, მირანდასაც ძალიან უხაროდა, რადგან თინა მის შვილებთან შედარებით  დიდი იყო და მას ბავშვებთან ეხმარებოდა, ეს პროცესიც თინას ძალიან უყვარდა, მოსწონდა, როდესაც შეეძლო ვინმეს დახმარებოდა და გარდა ამისა ლელეკოს ისე ჰყავდა გაზრდილი არარსებობდა რამე დაგევალებინა და მას არ გაეკეთებინა. პატარა პიტე, იმ დროისთვის სანათესაოში ყველაზე პატარა იყო, ის მირანდას შვილია და მას ელენე ჰქვია, თუმცა თინამ მისი ზღაპრის პატარა პერსონაჟი გახადა, ზუსტად ისე წარმოედგინა პიტეც, როგორც ის პატარა გედი სახელად პიტე. ანო შეგულიანებული ბავშვი იყო, მარტო გაზრდილი, ხშირად უყვარდა პატარა პიტეს გაბრაზება, რასაც თინა არაფრით არ დაუშვებდა..												თინამ სრული ერთი წელი ნათესავების გაცნობაში და მათთან ურთიერთობაში ისე გაატარა რომ, ვერც კი იგრძნო დღეების მიწურვა. არც ყოფილ ოჯახთან ქონია კონტაქტი უფროსწორედ გარდა იმ ერთი ზარისა, რომელიც ლელეკომ განახორციელა იმისათვის, რომ შეეტყობინებინა  საქართველოში მშვიდობიანი დაბრუნება. არც თინას ქონია ინტერესი მათთან გასაუბრების. ეს შეიძლება უცნაურადაც მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა თინა მათგან შორს საკუთარ ბებიასთან გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს და ამიტომაც დედას არასდროს ახსენებდა. ეს შეიძლება ბავშვური წყენის გამოც ყოფილიყო, რომ მისცა უფლება მისთვის უცნობ ადამიანს ის საკუთარი კალთიდან მოეგლიჯა, ვინიცის. თუმცა რეალობა ეს იყო. როგორც ზემოდ ვახსენე ლელეკო ძალიან შრომისმოყვარე ქალი იყო, არ შეიძლებოდა უსაქმოდ ყოფილიყო, ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმით დაკავებული, სულერთია ეს იქნებოდა ხელსაქმე თუ ვაჭრობა, ორივე ძალიან კარგად ეხერხებოდა. საკუთარი ხელებით აქცევდა უბრალო ასევთქვათ ბალახს ფულად. თუ სოფელში იყო საათობით ჩავიდოდა სოფლის მინდორ-ველებს მოივლიდა და მისივე თქმით „ომბალოს“ დაჰკრეფდა, ტყემალს მოკრეფდა, მისივე ხელით გაშენებულ ყვავილებს და ყვავილის ნერგებს გაყიდდა ბაზარში, სახლში სუნელებსაც კი აკეთებდა და შემდეგ ჰყიდდა, სომხურ ქადებს აცხობდა და რძიან ყავასთან ერთად ყიდდა, ერთი სიტყვით ლელეკო არასდროს ჩერდებოდა. ამ დროისთვის კი, როდესაც მას რაიმე გეგმა ჰქონდა შესასრულებელი თინას რომელიმე მის შვილთან  კვირეებით და თვეობითაც კი ტოვებდა. მაგალითად მამუკასთან რამოდენიმე დღე დარჩენილა, თინა იხსენებს, რომ როდესაც სახლში მარტო ის და მამუკა იყვნენ და მამუკა აუცილებლად ვულკანიზაციაში სამუშაოდ უნდა გაქცეულიყო თინას დაუტოვებდა რამდენიმე ლარს, რითაც  თინას შეეძლო იქვე კორპუსთან მდებარე მაღაზია ლამის გამოეტანა და რაც სულს და გულს გაუხარდებოდა ის ეჭამა. მარინასთან დარჩენაც ძალიან უყვარდა, მეტიც ანოსთან ერთად ბაღშიც შეიყვანეს და შემდეგ უკვე, წლების შემდეგ მასთან ერთად თბილიში გადავიდა საცხოვრებლად და სკოლაც იქ დაასრულა. ასე დახეტიალებდა თინა, ხან ერთ დეიდასთან, ხან მეორესთან, ხანაც სოფელში ციცინო ბებიასთანაც კი რჩებოდა, რომელიც იმდროისთვის ოთხმოც წელს უკაკუნებდა, თუმცა ამხელა ასაკს ნამდვილად ვერ მისცემდით ისეთი მარჯვე და ხალისიანი იყო. თინას ბევრი რამ ასწავლა, ბევრ ისტორიას და გადახდილ ამბებს უყვებოდა იხსენებდა თინას დედასაც და ერთი ესეთი ყელსაბამიც ჰქონდა გიშერებით გაწყობილი სტაფილოსფერი სულ ბალიშის ქვეშ ედო და ამბობდა „ მე ეს მას უნდა გადავცეო“ თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სურვილი ლელეკომ თავის თავზე აიღო და სურდა ციცინოს ნაცვლად ყელსაბამი მას გადაეცა საკუთარი ქალიშვილისთვის თუმცა ვერც მან მოახერხა და საბოლოოდ როგორც ციცინო და ლელეკო ჩაყლაპა მიწამ ისე ჩაყლაპა მათი ყელსაბამიც.
 
                   
























ახალი ეტაპი, ახალი ადამიანები
2007 წლის 13 სექტემბერს, ჩოხატაურის ბაზრობაზე სასკოლო ნივთები შეიძინეს. გადასაკიდი ჭრელი ჩანთა, ლაკის შავი ბალეტკები და დიდი თეთრი ბანტი გეტრებთან ერთად, სხვა დანარჩენი არც სჭირდებოდა, რადგან რუსულ სკოლაში უნდა შესულიყო და სკოლის ფორმასაც იქ მისცემდნენ. ლელეკოს ისე მოუგვარებია სკოლაში შესვლის თემა, რომ ვერც ვერავის გაეგო, თუმცა პირობა, რომელიც მადონას დაუდო შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სკოლები იმ დროისთვის უკვე იშვიათი იყო, მან მაინც იპოვა და შეძლო ყოველგვარი საბუთისა და მშობლის ნებართვის გარეშე სახელმწიფო სკოლაში მოეწყო. რვა წლის თინა სკოლაში ყველაზე უფროსი იყო. მას დავიწყებული ქონდა რუსული ენა და მისთვის, როგორც ჩამოსვლის შემდეგ იყო რთული ესწავლა ქართული ენა, თითქმის იგივე სიძნელე იყო რუსულზეც, მას ხომ არავინ ყავდა ვინც რუსულად დაელაპარაკებოდა და წლებმაც თავისი ქნა. გარდა იმისა, რომ სკოლაში ყველაზე მაღალი და დიდი იყო, არც რუსულის ხელმეორედ სწავლა გასჭირვებია და ქართულ ენაზე წერა - კითხვაც კარგად იცოდა, ლელეკო მას სახლში ამეცადინებდა და ის ერთი წელი, რომელიც წესით დაკარგა ფაქტობრივად ლელეკომ შეასწავლა და პირველი კლასის დასრულებაც არ გასჭირვებია.													პირველი კლასის დასრულებამდე, შეუძლებელია არ ვისაუბრო მათი ცხოვრების გასაჭირზე, იმ სიძნელეზე და იმ გაჭირვებაზე რაც ამ ერთ წელში ჰქონდათ. როგორც, შემდეგ გაირკვა თინას მამას ქალაქ ბათუმში ჰქონია ბინა, სადაც იმ დროისთვის იქ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ უნებართვოდ და ფაქტობრივად ჩასახლდნენ და მიისაკუთრეს. მაშინ, როდესაც თინას სკოლის ამბავი წყდებოდა ლელეკო შვილებმა დაარწმუნა, რომ თინა საკუთარ სახლში უნდა გაზრდილიყო და რაცარუნდა მომხდარიყო ბინა დაებრუნებინა. ლელეკოს ამ საქმეში ჩარევა არ სურდა, ის მომხრე იყო, რომ  თუნდაც წლების განმავლობაში ნაქირავებში გაეზარდა მისი შვილიშვილი, რადგან ამ ბინის საქმეში ჩახლართული ამბები იყო და არ სურდა საკუთარი შვილის მადონას აზრი არ მოესმინა და გადაწყვეტილება ისე მიეღო. თუმცა მადონა კონტაქტზე ბოლო რამდენიმე წელი არ გამოსულა და ისინიც ვერ დაუკავშირნენ, თუმცა სხვა მისმა ქალიშვილებმა ის მაინც დაარწმუნეს და სკოლის საბუთები სწორედ ბათუმში შეიტანა იმ იმედით, რო თინას საკუთარ სახლში გაზრდიდა. სკოლის საქმე ისე მოაგვარა, რომ თინას სახლთან ახლოსაც კი არ მისულა, გადაწყვეტილი ქონდა, რომ როდესაც სასკოლოდ ჩამოიყვანდა პირდაპირ თინასთან ერთად მიადგებოდა ბარგით, მაგრამ თან მირანდა გაიყოლა, რადგან არ იცოდა რა სიტუაცია დახვდებოდა. ბჟოლიეთიდან ბათუმში ჩასვლა არ იყო რთული ორშაბათს დილით ზოტის მარშუტკას გაყვნენ და ბონის ტერიტორიაზე ჩამოვიდნენ, რადგან კონკრეტულად არ იცოდა სად იყო თინას კუთვნილი სახლი გადაწყვიტა თინას რუსეთში მყოფი ბებიის დასთან მისულიყო და ის გაეყოლა. სტუმრობა მძაფრი აღმოჩნდა. არავინ ელოდა რომ სახლი, რომლის იმედადაც ჩამოვიდნენ გირაში იმყოფებოდა და ვალის დაბრუნების გარეშე იქ მყოფი ადამიანები არ გამოვიდოდნენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბინა ამ ქალს უნებართვოდ დაუგირავებია და თავისივე ნათესავები თანხის სანაცვლოდ შეუშვია. ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ ამ ქალს შეუთავაზებია მასთაც დარჩენა სანამ გადაუხდიდა ვალს და დააცლევინებდა ბინას. ლელეკოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა, იძულებული იყო დათანხმებოდა თუმცა ორჭოფობდა რადგან მადონას აზრი აინტერესებდა, თუმცა მირანდამ დაიყოლია და დროებით გადავიდნენ საცხოვრებლად. ბონში ორ ოთახიან ბარაკში სადაც ცხრა ადამიანი მიდი-მოდიოდა და ვინ სად როგორ იწვა და ცხოვრობდა დღემდე მიკვირს, მიემატა ბებია და შვილიშვილიც. აქ ყოფნის პერიოდს თინა ცუდად იხსენებს, სადღაც ორი თვის განმავლობაში ვერც ლელეკო და ვერც თინა ვერ იყვნენ კარგად, როგორც ფინანსურად ასევე მორალურადაც. ვინაიდან ლელეკოს არ ჰქონდა დრო სკოლის პარალელურად ემუშავა.  მას ეშინოდა და სკოლის ეზოში ელოდებოდა თინას გაკვეთილის დაწყებიდან მის დასრულებამდე, ესე იყო ოთხი წლის განმავლობაში. მოხუცებული ციცინოს პენსიით და გაკეთებული შენახულებით ცხოვრობდნენ და მის სანახავად პარასკევს ღამე გურიაში წავიდოდნენ, კვირას ღამე კი ბათუმში ბრუნდებოდნენ.   გურიაში, სოფელნ ბჟოლიეთში ჩასვლით ისინი ციცინოს დაენახვებოდნენ, ლელეკო მას მოესიყვარულებოდა და ბოსტნიდან სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულს გაიმზადებდა ხოლმე ბათუმში, რომ გამოეკვება თინა, მას ხომ არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ყოველდღიურად მისთვის ხილი და ბოსნეული  ეყიდა. ამიტომაც ეს მარაგი იმედი იყო, თანაც მოხუც ციცინოს ყოველთვის უყვარდა კონსერვების კეთება და როგორც იტყვიან ხოლმე ერთ კეკალ ხილს არ დაკარგავდა, ყველაფერს საკვებად აქცევდა. მომარაგებული და დაიმედებულს დატოვებდნენ მოხუც ბებოს და ბათუმის გზას დაადგებოდნენ ხოლმე. სადგურიდან ბონში ბარგით მისვლა არ წარმოადგენდა ლელეკოსთვის პრობლემას, სამარშრუტო ტრანპორტის მგზავრობის ნაცვლად ერჩივნა ბარგი ზურგით ეტარებინა და ამით თანხა დაეზოგა. ზოგჯელ როდესაც გურიიდან მგზავრობის თანხაც არ ჰქონია ქობულეთამდე მოდიოდა და შემდეგ ავტობუსს გაყვებოდნენ, ამითაც დანაზოგს აკეთებდა. 										ბონის სახლში მისვლა არ იყო სასიამომნო არავისთვის. იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ თუ არა ირიბად მიანიშნებდნენ ლელეკოს რომ წასულიყო. მაგალითად ბევრჯერ დახვედრია ნივთები გადალაგებული, ბევრჯერ დენიც გაუთიშავთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საჭმელიც დაუმალავთ. როდესაც ლელეკომ იცოდა რა საშუალებაც ჰქონდა ცდილობდა გაენაწილებინა საკვები, თუმცა არასდროს არავისთვის არ უგრძნობინებია, რომ უჭირდა, პირიქით გულუხვად შესთავაზებდა იქ მცხოვრებთათვის სხვადასხვა ხილის ჯემებს, დაკონსერვებულ ბოსტნეულს, მჭადს და სხვა დანარჩენს, რითაც შეეძლო პატივი ეცა, რადგან ზედმეტის საშუალება ფიზიკურად არ და ვერ გააჩნდა, ბევრჯერ ჩაი შაქრის არქონლობის გამოც მურაბით დაუტკბიათ. ერთ საღამოს როდესაც სურდა თინასთვის საჭმელი მოემზადებინა აღმოაჩინა კარადაში შემალული სხვადასხვა საკვები, როგორიცაა შაქარი, ძეხვი თუმცა არც ეგ იყო პრობლემა მისთვის, ხმას არ იღებდა, თინა უშუალოდ, რომ არ შესწრებოდა ალბად არც არასდროს გაიგებდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჭერი ჰქონდა და მოთმინებით იტანდა. არიყო დიდი დრო გასული, როდესაც სკოლის შემდეგ შინ დაბრუნებულებს დიდი თავყრილობა დახვდათ სახში. დიდი საზოგადოება შეკრებილა, განიხილავდნენ რამდენად აწუხებდათ თურმე ბებია და შვილიშვილი მათი იქ ყოფნით, თურმე საკვებს ისინი კიარა ლელეკო უმალავდა მათ. ეს იყო მიზეზი, ლელეკოს გაგდების.              - ცხრა საათზე მატარებელი გადის, ბათუმი- ოზურგეთის მიმართულებით, შეგიძლია წახვიდე! - ამას ამბობს და პარალელურად პატარა მაგიდაზე, ლელეკოს ცხვირწინ პატარა ყვითელ 50 თეთრიანს აგორებს ხორცით დიდი სულითკი პატარა ადამიანი ხვიჩა ბერძენიშვილი.  ლელეკოს ამის გაგონება თითქოს არ გაკვირვებია თუმცა ცრემლები მაინც წასკდა.                                                                                                              				  - დედისტოლა ქალს და შენს ძმისშვილს გარეთ აგდებ შვილო?  - ხმა ეცვლება, თინა ლელეკოს თვალებს, რომ შენიშნავს მასთან ახლოს ჯდება და უსმენს. უნდა ავღნიშნო აუცილებლად, რომ თინა ამდროისთვის რვა წლის არის და დღეს თხუთმეტი წლის შემდეგაც ზუსტად ისე ახსოვს ეს დღე, როგორც მაშინ და ძალიან უნდა, რომ მისი სახელი და გვარი ზუსტად ასე იყოს აღბეჭდილი მის წიგნში, როგორც მის გონებაშია ხორცით დიდი, სულით პატარა ადამიანი ხვიჩა ბერძენიშვილი!                                               				   - თინას არავინ აგდებს, შენ უნდა წახვიდე! - ვფიქრობ ლელეკოს სიტყვამ „ძმისშვილს“ სინდისი გაუღვიძა, რადგან სწორედ ძმას ეძახდა თინას მამას და ერთოჯახად თვლიდნენ ერთმანეთს წარსულში.                                                                                				  - შენ რა გგონია მე გამაგდებ და თინას აქ დავტოვებ? - გაბრაზდა                                                                                                                                      -თვითონ თუ მოუნდება, რომ დარჩეს დარჩება!- მტკიიცებით ამბობს და ირგვლივ მდგომი სხვა ნათესავები თინას მიუბრუნდნენ და დაუწყეს თბილი დიალოგები „დარჩები?, დარჩი თინი“. თინას ხმა არ ამოუღია, ლელეკოს არ შორდებოდა                          			  - თინა, როგორც წამოვიყვანე დედამისიდან, ისე დავუტოვებ მხოლოდ დედამის! შენ კი გრცხვენოდეს, მამუკას ტოლა კაცი ხარ! დედაშენი რასიტყვის კითხე მას? ვალერი რომ, ჩამოვა მერე ხომ შეგცვება? თუ ჭიქას მოუჭახუნებ ვითო არც არაფერი მომხდარა? არაუშავს! ახლა ვერსად წავალ, მე ეს ბავშვი სკოლაში დამყავს, ვერ მივატოვებინებ ყველაფერს. გათენდება და წავალთ ერთად. არ ინერვიულოთ!- გადახედა იქ მყოფთ თინას ხელი მოკიდა და დასაწოლად შევიდნენ. უხმოდ, ცივად შეწვნენ საწოლში და ცივადაც გაათენეს. გამთენიოსას თინას გაღვიძებამდე ლელეკოს ბარგი გამზადებული დაუხვედრებია და გათენებამდე დატოვეს სახლი. 									ბარგით, ბავშვით ხურდის ამარა დრჩნენ ბონის ბაზრობის წინ. ერთადერთი ვინც იმ წამს ლელეკოს მოაგონდა იყო მეხაჭაპურე ბებო ლუსია. ძალიან ლამაზი, ღირსეული, სიკეთით სავსე დიდი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც სამი წლის მანძილზე შეიფარა უპატრონო ბებია და შვილიშვილი. სრულიად უანგაროდ გაუღო სახლის კარი და გაუყო ლუკმა-პური. ადამიანი სიკეთით და სითბოთ სავსე. სამწუხაროდ თინას არ ახსოვს მისი გვარი, თუმცა მისი სახე ანგელოზის მსგავსად სულ თვალწინ უდგას. დარწმუნებულია, რომ იმ ქვეყნად აუცილებლად სამოთხეში იქნება, რადგან ის სიკეთეები რაც მათ გაუკეთა, აუცილებლად ღმერთი სხვაგან არ გაუშვებდა. თინას სჯერა და სწამს, რომ ლელეკო და ლუსია ერთმანეთს აუცილებლად იპოვიან და განაგრძობენ ურთიერთობას და როდესაც თინას ჯერიც მოვა წასვლის, მათთან იქნება. სამი ლამაზი, ბევრი მოგონებით დატვირთული წელი გაატარეს მასთან. ლუსია ბებო თინას ასწავლიდა სკოლის საგნებს, ლელეკო ხშირად უტოვებდა კიდეც, როდესაც ციცინოს სანახავად მიდიოდა. სრული ნდობა ჰქონდათ ერთმანეთთა. წარმოიდგინეთ სკოლის სახაჭაპურეში გაცნობილმა ქალმა სახლის კარი გაუყო, ლუსია მარტო ცხოვრობდა, რადგან მისი შვილები და შვილიშვილები რუსეთში იყვნენ და მის ჩამოსვლამდე შეეძლოთ იქ ეცხოვრათ. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა ლელეკო, რომ ამდენიხანი დასჭირდებოდა თინას სახლის განთავისუფლებას თუმცა იმ ოჯახში, საიდანაც ის გამოაგდეს ფეხი აღარ მიუდგამს და შესაბამისად არც არავის აწუხებდა და ამიტომაც არც ქალბატონი ლალი წუხდა იმით თუ როგორ ვიყავით და განაგრძობდა მოღვაწეობას საქებ ოჯახში შვილებთან. საინტერესეოა რაიმე კითხვა რატომ არ გაუჩნდა, როდესაც ჩავიდა და ნახა, რომ არც ლელეკო და არც თინა იქ აღარ იყვნენ, თუმცა ეს რათქმაუნდა შეთანხმებული იყო და რაღა უნდა ეკითხა ვინმესთვის?!.                                                                                                         	სამი წელი დაყვეს ლუსია ბებოსთან. შემდეგ შვილიშვილი ჩამოვიდა მასთან და უკვე ლელეკოს აღარ შეეძლო ასე შეეწუხებინა და მოუწიათ სხვაგან გადასულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი კომფორტულად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ლელეკო არ მუშაობდა და ცხოვრება ისევე ნელი დინებით მიედინებოდა, როგორც ადრე. შიგადაშიგ მურმანი ბაბუა თუ მისცემდა რაღაც თანხას პურის ფულად და ციცინოს პენსია იყო მათი შემოსავალი. ლელეკოს მაინც არ ჰქონდა საშუალება ექირავებინა სადმე სახლი და იქ ეცხოვრათ, ამიტომაც ლუსიას ნაცნობმა შესთავაზა მას პატარა ოთახი კორპუსის ნულ სართულზე, სადაც წესით საწყობი აქვთ ხოლმე, ამ ქალბატონს იქ ზედმეტი ნივთები ელაგა და დაკეტილი ჰქონდა. მაღალჭერიანი ოთახი, სადაც იყო ფიცრის ნარჩენები და იმ ქალბატონის დახმარებით ლელეკომ საწოლი შეკერა ლურსმნებით და თეთრეული, საბანი და მისი მოწყობილობები სოფლიდან წამოიღო. ფიცრებით არამარტო ლოგინი, არამედ თაროებიც მოაწყვეს და პატარა მაგიდაც კარგი გამოუვიდათ, თუმცა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ძველი ფიცრის ნაჭრებით ორი ქალი რამდენად შეძლებდნენ ზემოდ ჩამოთვლილის გაკეთებას, მაგრამ იმ დროისთვის, იმ ვითარებაში ეს იყო მათვის სრული ფუფუნება, რადგან თავზე ჭერი ჰქონდათ და არ დააწვიმდებოდათ. ერთადერთი რასაც უჩიოდნენ იყო სიცივე ზამთარში, რადგან არ იყო გაყვანილი დენი და გათბობას ვერ რთავდნენ, თუმცა ლელეკო ბალონის გაზზე ადუღებდა წყალს და ბოთლით მაინც ახერხებდა თინას გათბობას. რაც შეეხება საპირფარეშოს არც ეგ იყო პრობლემა თინას ჰქონდა თავისი ქოთანი, ლელეკო კი მეზობელ კორპუსში მდებარე პატარა სასადილოს საპირფარეშოში გადადიოდა, მაგრამ სასადილო სადაც მისი ნაცნობი მუშაობდა და შეეძლო იქ ევლო, ცხრა საათზე იკეტებოდა და ამიტომაც მას ყველაფერი ცხრა საათამდე უნდა მოესწრო და მოეთავებინა, თუმცა პრობლემა არც ეს იყო დროთა განმავლობაში ყველაფერს შეეჩვივნენ. აქ ცხოვრება თინასთვის, როგორც კარგი დღეებით, ისევე ცუდი დღეებით დატვირთული იყო. მან ამ ეზოში ბევრი ადამიანი გაიცნო, დამეგობრდა, თუმცა გაიცნო ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მას აქილიკებნენ, იმის გამო თუ რაც ეცვა, სადაც ცხოვრობდა. მოგეხსენებათ ამდროისთვის თინა უკვე მეოთხე კლასელი იყო და მიუხედავად მისი ასაკისა იმაზე მეტი ჰქონდა გამოვლილი, ვიდრე ვინმეს მისი თანატოლებიდან და ზუსტად იცოდა, რომ ლელეკოსთვის არაფერი უნდა ეგრძნობინებინა. მეცადინეობას დღის შუქზე ასწრებდა თუმცა საღამოს საკმარისი შუქი შემოდიოდა ოთახში ეზოს განათებიდან, რომ ოთახში გადაადგილება არ იყო რთული. თინა იხსენებს ღიმილით ისეთ დილასაც, როდესაც გაიღვიძეს და ლელეკოს უნდოდა ოთახიდან გარეთ გასულიყო კარები ჩაკეტილი დახვდა, თურმე ეზოს ბიჭებს ბაწრებით დაუბიათ. ესეთი დღეც იყო, როდესაც ცარცით ეზოში ასფალტზე დაუწერიათ უწმაწური სიტყვები მათი მისამართით. ერთ საღამოს ლოგინზე ჩამომჯდარმა ლელეკომ თინა მოიხმო, სურდა მისთვის შეეთავაზებინა და დაეყოლიებინა, რომ მუშაობა დაეწყო. აუხსნა, რომ თუ მას დაჯერებდა და ისე გააკეთებდა, როგორც მას დაუბარებდა მაშინ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდოდა და სხვა სახლში გადავიდოდნენ. უნდა ავღნიშნო, რომ თინა ყოველთვის ნატრობდა და ოცნებობდა იმ სახლში ეცხოვრა, სადაც ყოველდღე სკოლაში წასვლის დროს ჩაუვლიდა და სხვა ადამიანებს ხედავდა, ნატრობდა, რომ ოდესმე იმ ფანჯრებიდან მას გადმოეხედა. ლელეკოს ამ სიტყვებმა მას ხასიათი გამოუკეთა. იმედი მიეცა, რომ ის სახლი სადაც ის შემდეგში გადავიდოდა იქნებოდა მისი საკუთარი. ლელეკოს პირობა კი იყო ასეთი: ყოველ დილით ლელეკო წავიდოდა ბაზარში, სადაც ხაჭაპურებს გაყიდდა და საღამოს სახლში დაბრუნდებოდა ამდროის მანძილზე კი თინა ჭკვიანად და დიდი გოგოსავით უნდა მოგცეულიყო. სკოლაში დამოუკიდებლად წასულიყო და შინ მშვიდობით დაბრუნებულიყო, დაბნელებამდე საშინაო დავალებები დამოუკიდებლად გაეკეთებინა და სახლიდან აღარ გასულიყო, სანაცვლოდ კი ლელეკო მას სხვადასხვა ტკბიეულს და საჭმელს მოუტანდა და გაჭირვებიდან ოდნავ მაინც ამოისუნთქებდნენ. ლელეკო რათქმაუნდა თინას მხოლოდ საკუთარ იმედზე არ ტოვებდა. ის იმდროისთვის თითქმის მთელ ბენზეს იცნობდა, მეგობრობდა და იმ ოთახის მეპატრონე უშუალოდ მიაქცევდა ყურადღებას ლელეკოს არ ყოფნაში. თინა, როგორც ზემოდ ვახსენე შეგნებული ბავშვი იყო, ზუსტად ხვდებოდა ყველაფერს, იმას თუ რას აკეთებდა მისთვის ლელეკო, რატომაც იყო ის ასეთ პირობებში და რათქმაუნდა ბებო დაარწმუნა და დააიმედა, რომ აუცილებლად კარგი გოგო იქნებოდა. ასეც გააკეთა. საათების მიხედვით ჰქონდა ჩამოწერილი, როდის რა უნდა ექნა და ბებოს იმედები არ გაუცრუებია არასდროს. მალევე ამოისუნთქეს, უკვე თინას ჰქონდა საშუალება ჰქონოდა ის ნივთები, რომლებიც აქამდე ნატრობდა, როგორიცაა, საყვარელი კალამი, ნახატებიანი რვეული, ფლომასტერები, გამოცვალა ის ჩანთაც, რომელსაც რამდენიმე წელი დაატარებდა სკოლაში და კერვა-კერვისგან პირვანდელი სახე სულ დაკარგვოდა. ეს წვრილ წვრილი სიამომნება რაც მიუღწეველი იყო მათთვის, აღარ წარმოადგენდა სირთულეს. ყველაფერი ლაგდებოდა, ლელეკომ იმდენი შეძლო, რომ, თავდაპირველად სოფლიდან ჩამოიყვანა უმუშევარი ქალები და დაასაქმა. რამოდენიმე კვირა ამ მაღალ მაგრამ პატარა ოთახში ვიწროდ თავსდებოდნენ ლელეკო, თინა და კიდევ ორი ლელეკოს მეგობარი მარინა და თამილა. მათი ოჯახში შემომატება იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ ბაზართან ახლოს ექირავათ სახლი, სადაც არ იქნებოდა პრობლემა სასმელი წყალი, ონკანი, საპირფარეშო და შუქი. მიუხედავად იმისა, რომ თინას სკოლაში მარშუტკით მგზავრობა სჭირდებოდა არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან ამდროისთვის თინა მეოთხე კლასში იყო და დამოუკიდებლადაც შეეძლო გადაადგილება, თუმცა ლელეკოს დრო ჰქონდა ჩანიშნული და უკან დაბრუნებისას თინას გაჩერებაზე ხვდებოდა. ერთ დღეს თინას დაუგვიანი, მარშრუტკას გამოუსწრია და დროულად ვერ მისულა დანიშნულების ადგილას. ლელეკოს, რომ არ დახვედრია თინა მარშუტკაში გაგიჟებულა, მძღოლისთვის დაუწყია ჩხუბი ალბად არ გაუჩერეო, შემდეგ სახლში გაქცეულა იქნებ გზაში ავცდიო. თინა სახლში მისულს ხედავს, როგორ აქვს თავზე წაკრული ტილოები და ამშვიდებს თამილა და მარინა, წნევაც სამასზე ასწევია, ფერიც აღარ ჰქონია, თუმცა თინას დანახვის შემდეგ ქალს რადიკალურად შეცვლია სახე, თითქოს წამალი იყო მისი დანახვა მისთვის. 			თინას მაიაკოვსკის ქუჩაზე ბევრი მეგობარი შეუძენია, თავისუფალ დროს ყოველთვის მათთან ერთად ატარებდა დროს. ერთხელ სილამაზის კონკურსიც გამართეს ეზოში, სადაც უფროსებს და გამვლელებს ეკითხებოდნენ ვინ არის ყველაზე ლამაზიო და თინას გაუმარჯვია. წრეში ბურთის თამაშის დროს ყველას სურდა თინა ყოლოდა გუნდში, რადგან მისი დაჭრა თითქმის შეუძლებელი იყო. ერთი სიტყვით ამ უბანში მას არავინ აგრძნობინებდა არაფერს. კითხვაზე - სად არის შენი მშობლები? - თინა პასუხობდა, რომ მუშაობდნენ და სახლში გვიან ბრუნდებოდნენ, პასუხი ყველას აკმაყოფილებდა. ერთადერთი მისი წუხილი იყო ასაკი. ასაკს ვეღარ მალავდა. მისი ასაკის გოგონები მეხუთე კლასელები იყვნენ, თინა კი მეოთხეში იყო. ამის აღიარება არ სურდა მათთან, ეშინოდა არ ეგონოთ ჩამტოვეს კლასშიო. ამის პარალელურად ლელეკოს საქმე კარგად მისდიოდა. იმდენი შეძლო, რომ საკუთარი სახაჭაპურე გახსნა. დაასაქმა მისი ძველი მეგობრები, რომლებიც გაჭირვების დროს მის გვერდით იდგნენ, ის ადამიანები ვინც მისთვის ოდესღაც იმედი იყო. თუმცა ამის შემდეგ, თითქოს ბედისწერას არ სურდა მათი კარგად ყოფნა. ის ბუთქუნა ბიჭი, რომელიც ზემოდ ვახსენე დაიჭირეს. თურმე ვიღაცას რაღაც მოუპარია და მას დაბრალებია, თუმცა ამის დამტკიცება და მისი განთავისუფლება არ იყო მარტივი. ლელეკოს მოუწია ყველაფერი გაეყიდა. ბაბუა, რომელიც სამოც წელს უკაკუნებდა უწევდა დიდ მინდვრებში თოხზე ემუშავა და მამუკასთვის თანხა შეეგროვებინა. ეს წელი იყო ყველაზე ცუდი. იმ დროისთვის თინას მშობლებს პირველად გადმოუგზავნიათ ფული, როგორც გაირკვა ვლადისთვის კომპიუტერი უყიდიათ და თინასაც ვუყიდოთო ეს იყო მიზეზი. ეს იყო მსხვილი თანხა, რომელიც იმ დროისთვის ლელეკოს ძალიან ჭირდებოდა. მამუკას ამბებს მოხმარდა, თუმცა ლელეკომ რათქმაუნდა პირობა შეასრულა და დაპირებული კომპიუტერი ერთი წლის შემდეგ მაინც უყიდა. კომპიუტერის თანხის შემდეგ იყო კიდევ ხუთი გზავნილი. ექვსი წლის მანძილზე ხუთასი დოლარი იყო თინას მშობლების შემწეობა ლელეკოს. თუმცა ლელეკო ამას არასდროს იტყოდა, მაგრამ თინამ ერთხელ იპოვა ჩეკები, რომლებიც ლელეკოს შეუნახია, ალბად ფიქრობდა, როცა საჭირო იქნება მაშინ ვანახებო. მოგვიანებით თინას პატარა მოტოროლა უყიდეს. თუმცა ნეტავ არ ეყიდათ. გზავნილების შემდეგ თინას გულში რაღაც აინთო, თითქოს სიბნელეში სინათლე გამოჩნდა. ხურდებს, რომელსაც ლელეკო სკოლაში ბულკის საჭმელად ატანდა თინა ტელეფონზე რიცხავდა. მთელი დღის ამბებს ჩამოწერდა და დედას უგზავნიდა. დედას, რომელიც პასუხს არასდროს უბრუნებდა. თორმეტი წლის თინას გული ძალიან ტკიოდა, თუმცა ოცდახუთი წლის ასაკში თინა თვლის, რომ ეს კარგიც იყო. პასუხი, რომელიც არასდროს მისვლია, თინას არასდროს გახდიდა ისეთ ძლიერს, როგორიც ახლა არის.
 
                    
















გადარჩენა, იმედი
ერთ საღამოს, მაგიდის ქვეშ, ლეიბზე წამოწოლილი და საბანში გახვეული, ლელეკომ თინას უთხრა: „ ერთი წიგნი დეიწერება ბებია, ბებიაზე და შვილიშვილზე, ვინმეს, რომ მოვუყვეთ ჩვენი ამბავი“. მაშინ თორმეტი წლის იყო თინა. ეს სიტყვები, იმ გაჭირვების დროს იყო, გადარჩენა, იმედი. წარმოგიდგენიათ ცხოვრება სახაჭაპურეს ცეხში?, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. იქ იძინებ სადაც გიღამდება. მთელი დღის მანძილზე ლელეკო თავდაუზოგავად მუშაობდა. მაშინ, როდესაც ადამიანს გაქვს საკუთარი სახაჭაპურე და გყავს დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ხაჭაპურს ბაზრის ტერიტორიაზე ატარებენ, რაუნდა გაგიჭირდეს ისე, რომ სახაჭაპურე აქციო სახლად? სწორედ ასე მოხდა. ქალები, რომლებიც მასთან მუშაობნენ თავიანთ სოფლებში დაბრუნდნენ, ის ნაქირავები სახლი, სადაც ცხოვრობდნენ ერთად, იმდენად ძვირი იყო ერთისთვის, რომ გადახდას ვერ შეძლებდა. სახლის დატოვამდე, ლელეკოს ნაცნობი ქალი, რომელიც ისევე ვაჭრობდა ბაზარში, როგორც იმ დროისთვის სხვები, შეუთანხმდა, რომ ერთ პატარა ოთახში, რკინიგზასთან შეუშვებდა და ქირის გადახდაში შეზიარდებოდნენ. ეს ოთახი იყო რვა კვადრატი. სამი საწოლი და უამრავი ყუთები ელაგა. ყუთებში ჩვენი ნივთები იყო, როგორც კარადა. კედლებზე დაკიდული შავი პარკები ასევე ტანსაცმელები იყო. აქ ექვსნი ცხოვრობდნენ. თინა და ლელეკო ერთ საწოლზე თავსდებოდნენ, დანარჩენ ორზე კი სხვები. სამზარეულო არ ჰქონდა ოთახს. პატარა ბალონით საჭმელს, რომ მოამზადებდნენ, ლოგინზე დამჯდარი ხელში მიირთმევდნენ. დღისით ეზო განსაკუთრებით ყარდა. გვერძე ოთახში ხაშს რეცხავდნენ და მისი სუნი მთელს უბანს აქოთებდა. ღამით ხშირად მატარებლის ხმა აღვიძებდათ, რადგან სადღაც ათ მეტრაში, მატარებლის ლიანდაგი გადიოდა. ეს იყო ფუფუნება.																		რამდენიმე თვის შემდეგ, იმ ქალმა, რომელმაც ლელეკოს ოთახის თანაზიარობა შესთავაზა, განუცხადა, რომ ვეღარ ეტეოდნენ და წასვლა მოსთხოვა, თან იმ დღესვე. მაშინ იძულებელი იყო ლელეკო, სახლი დაეცალა. პირველი და ბოლო რისი იმედიც ჰქონდა ეს იყო სახაჭაპურეში ეცხოვრათ, სხვა გზა არ იყო. სამსახურში საქმე ისე აღარმიდიოდა, როგორც ადრე. გვერდით მხოლოდ ერთი ხაჭაპურის გამომცხობი ქალი შერჩენოდა, რომელსაც იმედი გადაწურული ჰქონდა და წასვლა სურდა, რადგან თანხას, რომელსაც ლელეკოსთან გამოიმუშავებდა მისთვის არ იყო საკმარისი. ხაჭაპურის დამტარებელი და გამყიდველი, მხოლოდ ლელეკო იყო, მას კი ოთხი ქალის ნაცვლად სიარული ძალიან უჭირდა. თინამ ლელეკოს შესთავაზა, რომ მასთან ერთად ივლიდა და კლიენტებს, რომლებიც ხაჭაპურს იყიდნენ სალფეთქებს მიაწოდდებდა და ამით საქმეს შეუმსუბუქებდა. ასეც მოიქცა. გამომუშავებული თანხა თვიდან თვიმდე არ იყო საკმარისი ქირის გადასახადა, თუმცა ლელეკო არ ნებდებოდა, რადგან მისი ერთადერთი, როგორც ემოსავლის წყარო, ისე საცხვრებელიც იყო. საღამოს რვა საათისთვის ბაზრის შენობებში შუქები ქვრებოდა და ადამიანებისგან დაცლილი ბაზარი ილუქებოდა. მაგდროისთვის თინას და ლელეკოს ყველაფერი მოთავებული უნდა ჰქონოდათ: მეცადინეობა, ჭამა, საპირფარეშო. ლეიბს და საბანს დიდი მაგიდის ქვეშ მალავდა. ზამთარში საბედნიეროდ თბილ ოთახში ძილი უწევდათ, რადგან მთელი დღის მანძილზე ჩართული ღუმელი სითბოს აყენებდა. ზაფხული აღარ მოწევიათ.											„ზოგი ჭირი მარგებარიაო“ ასე იტყვიან ხოლმე. მირანდა, რომელიც ზემოდ თავში ვახსენე, გახლდათ ის ერთადერთი ვინც შეძლო თინა საკუთარ სახლში დაებინავებინა. იმ დროისთვის ვითარება იყო მძიმე, თუმცა თინას სასიკეთოდ შემოტრიალდა. დეიდა, რომელიც დედასთან ჩავიდა, ვერ მოითბინა მისი ეს მდგომარეობა და გადაწყვიტა თავად მოეგვარებინა ის რაც ლელეკომ ამდენი წელი არ და ვერ გააკეთა. მაიაკოვსკის ქუცაზე, საიდანაც წლების წინ თინა და ლელეკო გამოაგდეს, კვლავ შედგეს ფეხი, თუმცა ამჯერად უფრო თავდაჯერებულად და მტკიცედ. ფრაზა, რომელიც მათ შიშის ზარს სცემდა გამოიყურებოდა შემდეგნაირად: „ბავშვთა  უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში გიჩივლებთ“ ამ ფრაზით მირანდამ შეძლო, თინას საკუთარი სახლის ერთ ოთახში შესულიყვნენ. 
 
ტკბილი სახლი
ბავშვს, რომელსაც არაფერი ჰქონდა, ისე მოხდა, რომ საკუთარი სახლი აქვს. უნდა ავღნიშნო აუცილებლად ის ფაქტი, რომ წლების წინ ამდენ გაჭირვებას თავი აერიდებინა ლელეკოს არ იყო რთული, უბრალოდ არავინ არ უნდა გაეთვალისწინებინა და უნდა ამოეღო ხმა, თუმცა მან ამჯობინა, რომ ასე იყო სწორი, მისი აზრით, საკუთარ შვილს შეუნარჩუნა კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება ქმრის ნათესავებთან., რეალურად კი, მეორეს მხრივ საკუთარი თავი დაჩაგრა.										ოთხი წლის მანძილზე, რაც ბენზეში იცხოვრა თინამ, ყოველდღე შორიდან შეცქეროდა და ნატრობდა იმ წითელ შუშაბანდიდან მასაც გამოეხედა და ეს დღეც დადგა. მისი პირველი ოცნება მაშინ ახდა.										ოროთახიან ბინას პირველ სართულზე, ჰქონდა მოზრდილი ლოჟი, სადაც იმ დროისთვის იმ ადამიანებს სამზარეულო მოეწყოთ.პატარა ოთახი, სადაც წესით უნდა ყოფილიყო სამზარეულო საძინებლად ექციათ, ზალაში კი საღამოობით მდივანს შლიდნენ და თავსდებოდნენ, ოღონდ გაურკვეველი რაოდენობა ცხოვრობდა, ვერც გაიგებდით, ვინ სად და როგორ წვებოდა. თინა, ლელეკო, მირანდა და პატარა პიტე ცალკე მოზრდილ ოთახში ცხოვრობდნენ, სადაც სამზარეულო, მისაღები და საძინებელი ერთი იყო. სამაგიეროდ კი საპირფარეშო ჰქონდათ სახლში და ეს იყო ცალკე ფუფუნება. თინა ძალიან ბედნიერი იყო.		რამდენიმე ხნის შემდეგ შუა ღამით, როდესაც ლელეკო სოფელში იყო, შუშები, რომლებიც კარებზე იყო ჩაიმსხვრა და მუშტების ბრახუნით კარის შემონგრევას ცდილობდა. საბედნიეროდ კარი ჩაკეტილი იყო. ეს იყო ლევანი, რომელსაც ზედმეტი მარიხუანა და ალკოჰოლი მიეღო და გადაეწყვიტა სახლიდან გაეყარა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ თინა და პიტე პანიკაში ჩავარდა, მირანდა სიმშვიდეს ინარჩუნებდა და პირზე ხელაფარებით ცდილობდა მათ გაჩუმებას, რადგან ზუსტად იცოდა, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. თინა მუხლჩამხობილი ეხვეწებოდა მირანდას პოლიციაში დაერეკა, ასეც მოიქცა. გაგიკვირდებათ და არცერთი მათი ოჯახის წევრი არ ეწინააღმდეგებოდა ლევანის, თითქოს ხელს არავინ უშლიდა, მხოლოდ მას შემდეგ რაც სახლთან პოლიციის შუქებმა შემოანათა, დაიწყეს შუშების აკრეფა და ლევანის მიმალვა. მირანდამ კარები, მხოლოდ მაშინ გააღო, როდესაც პოლიციის ხმა გაიგო, თუმცა გვიანი აღმოჩნდა, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლები სავარაუდოდ ლევანის იცნობდნენ და მალევე დაარწმუნეს, რომ არაფერი მომხდარა. იმ ღამეს ძვლივს გათენდა. დღისით კი ვითომც არაფერი მომხდარა. არანაირი რეაქცია არ ჰქონია არავის. მხოლოდ თინა იყო შეშინებული და არ გადიოდა ოთახიდან. იმ დღეს პირველად მოისურვა მშობლებისთვის დაერეკა და ეს ამბავი მოეყოლა. ასეც მოიქცა. არაფერი შეცვლილა. მოგვიანებით მირანდამ მოისაზრა, რომ ნათესავი, რომელიც პოლიციის ტანამშრომელი იყო, თუმცა სხვა რაიონის, თხოვა ბენზეში მოსულიყო ფორმით და ამ ხალხს დალაპარაკებოდა, რათა ცოტა მაინც შეშინებულიყვნენ. ასეც მოიქცა, შიშით რა მოგახსენოთ, თუმცა მეტი ფრთხილები გახლდნენ.
 ამდროისთვის თინა ცამეტწელს უკაკუნებდა და საკუტარ დაბადების დღესაც საკუთარ სახლში შეხვდა. დეიდამ და ლელეკომ მას ისეთი დაბადებისდღე გადაუხადეს, რაც აქამდე არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ თინას ტორტი დაბადებისდღეზე ხშირ შემთხვევაში ჰქონდა, რადგან მარინა მას შეძლებისდაგვარად  უცხობდა და სკოლაში მიჰქონდა, არასდროს ჰყოლია მეგობრები სახლში დაპატიჯებული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი