* * *
შორიდან ვიგრძენ მე ქართა ქროლვა, ანტიდოტივით მოქმედებს შხამი, თითქოს ბურუსით მომიცვა ბოლმა, მარადისობას ემგვანა წამი. უაზროდ მოჩანს ალბათ შორიდან, ამგვარ კონტექსტში სიტყვათა წყობა, უნდა ვირჩიო ალბათ ორიდან, უნდა ვირწმუნო ან მოვკლა გრძნობა. გაუგებრობის მირჩევნის ტანჯვა, მირჩევნის როცა მიფეთქავს გული, ალბათ მომიწევს მე ბევრი გარჯა, რომ დავაწყნარო აშლილი სული. სული რომელიც აჰყვა ქარს, ღელავს, როგორც ზღვის ტალღა დაყვება ქარებს, შავ ზეცას ზევსის ისრები სერავს, ათენა უძღვის წინ ურიცხვ ჯარებს. მაგრამ ოდესმე იქნება ისე როგორც განგებას დაუწერია, მე ვიცი აწმყო და ვიცი მერმე ისტორიას რომ აღუწერია. დიახ, ვარ გიჟი და ასეც იყოს, თუკი ყველაფერს ასე უხდება, განგება მაინც თავისას ითხოვს ჩემი იღბალით აღარ წუხდება. და ჩავამწკრივე სიტყვათა ჯარი რომაელების ცნობილი წყობით, დავიდგი მუხლზე მე ძველი თარი თუ საჭიროა მოვიცდი წლობით. წელი ათასი ვითარცა წამი, წამი ტოლია ათასწლეულის, მწვანე ბალახზე კიაფობს ნამი დილა იბარებს სულს მთვარეულის. და მორჩა სტროფებს აღარ გადავღლი, სათქმელი კიდევ ბევრი დამრჩება სიტყვების ნაცვლად არც გრძნობებს დავცლი, ის გულში, ჩემთან მუდამ დარჩება. შორიდან ვიგრძენ მე ქართა ქროლვა, ანტიდოტივით მოქმედებს შხამი, თითქოს ბურუსით მომიცვა ბოლმა, მარადისობას ემგვანა წამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი