პოეტის ხსოვნას
ყინულის თვალთა და ზურგშექცევის შენ დაიღალე უკვე ყურებით, შენ გიტაცებენ ხელში ლექსები და ცისკენ ასე მიეშურები. არცერთი ამბობს ცქერა თვალების (მაშინ როდესაც ასე ევნები): „ჰა, ჩემი გული, აქ უცვალები ჰპოვოს შენ სულმა მოსასვენები“. შეუძლებელიც იყო სრულიად ცხოვრება შენი გარეთ ოცნების, რომ შენ არ გეგრძნო სადაც სულია, ანგელოზური სული მგოსნების. შეუძლებელი იყო სავსებით ყელი სილაღით არ მოგეღერა, და როცა ლახვარს გცემდნენ მასები თავდავიწყებით რომ არ გემღერა. და შენც სხვებივით მოგიღეს ბოლო, ვერ იქცა რადგან სახლად გალია, შენც მოგკლეს, მოგკლეს იმისთვის მხოლოდ აფრენა გსურდა მაღლა ძალიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი