საგუშაგოზე
თუმც, მარაბდასთან შედარებით ეს არის შოსე, და მე ბრძანებით საგუშაგოს ქვაფენილს ვცრიცავ, მე ვდგავარ მუდამ ჩემ სინდისის სადარაჯოზე და შებღალვისგან ჩემს საკუთარ ღირსებას ვიცავ. შეიძლებოდა ჩემი მეტად, ხომ, დაფასება? პატიმარივით მაინც რომ არ შევცქერდე ზეცას, მაგრამ ღმერთმა და წინაპართა ბრძანეს დასებმა არ ანგარებით ვემსახურო სამშობლოს ჩემსას. სხვა გრძნობა, გარდა სიხარულის, არის მოწყვლადი, მეც ვეწირები საქართველოს და მიხარია, მაგრამ რა არის თავშეწირვა სამშობლოსათვის, თვითონ სამშობლომ მასში ხელი თუ არ გარია? ჩემს სახელს, როცა დალოცავენ მებრძოლთა გენებს და იმათ ხსოვნას მიაგებენ დუმილით პატივს, თუმცა, მომავლის საქართველო ვერ გაიხსენებს, მეც მიგულისხმებს, ვიცი, გულის ფიქრები მათი. და ვიცი, რომ მეტ დაფასებას ვერ ვეღირსები იმ ყველაფრისთვის, რაც მე უნდა გამოვიარო, და იქნებ დროშა კრძალვისა და პატივისცემის ერთხელ თაობამ შორმა აღარც ააფრიალოს. მე ისევ ჩემი პატიოსნად გზა უნდა ვთელო, იქ კი იტყვიან, ესღა მრჩება გულში იმედად, რომ გაიმეტა რისათვისაც ის საქართველომ, მან საქართველო იმისათვის ვერ გაიმეტა. თუმც, მარაბდასთან შედარებით ეს არის შოსე, და მე ბრძანებით საგუშაგოს ქვაფენილს ვცრიცავ, მე ვდგავარ მუდამ ჩემ სინდისის სადარაჯოზე და შებღალვისგან ჩემს საკუთარ ღირსებას ვიცავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი