ძილისპირული
ღმერთო მაღალო, გევედრები მუხლმოდრეკილი, არის წუთები ეს ფიქრები ცრემლებად მღვრიან, ბოროტისაგან ნუ მამყოფებ გულმოკვეთილი, რომელს საყვარელ სამშობლოის დაცემა ჰქვია. მომეცი გული საქართველოს ტკივილის მგრძნობი, თანამგრძნობელი დაღლილ გულთა, წამებულ სულთა, მომეცი სიბრძნე, მომეც თვალი ბალახის მცნობი, რომლითაც მისი დაამდება ტკივილი წყლულთა. არ მინდა ხალხის ვუყურებდე ტანჯვას შორიდან, ვიდგე ძეგლივით და არაფერს არა ვშვრებოდე, ან შეშველებას და შეწევნას ვცდილობდე მინდა, ან მასთან ერთად ვიწვოდე და ვიტანჯებოდე. ჩამბერე სული, ნუგეშების მაქციე სტვირად და ჩემი გუდა სიმღერებით აავსე ტკბილით, ფრენდეს ტკივილთა გასაყუჩად და გასაგმირად ჩემი სიმღერა ამ გუდიდან ამოფრენილი. სხვა თუ ვერაფრით მისი შველა ვერ შევიძელი, მინდა სიმღერით გავამხნევო და მოვეფერო, მოელის ყველა დაცემული გაწვდენას ხელის და დღეს ეს ლომიც შველას ელის, დამბადებელო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი