ღამის ტბაზე როგორც გედი


ღამის ტბაზე როგორც გედი
ისე მინარნარეობ,
ნეტავ, შენი მომცა ბედი
ავსებულო მთვარეო!

ველი, ველი, ისევ ველი,
მაგრამ ჩემზე ახია,
რა ხანია საყვარელი
ჩემი არ მინახია.

შენ ვარსკვლავებს აბნევ ტკბილად,
რაა დარდი არ იცი,
სატრფო ყელზე, მოვა დილა,
მოგეხვევა ხალისით.

ღამე შენთვის სეირია
გულის მოსაამებო,
ჩემთვის დარდის ზეიმია
და წუხილის სამეფო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი