მე და მთვარე


იდუმალია მთვარე,
როგორც გრძნობები მწველი,
თითქოს გიმშვიდებს დარდებს 
სიმშვიდით გრძნობას ელი.

მის სილამაზეს ვამჩნევ,
მჯერა გული აქვს დიდი
მის შუქს სიცოცხლე მოაქვს,
ის არის სულის ხიდი.

არ მწამს მე მისი გაქრობის,
მთვარე აქ უნდა დარჩეს
მას ხომ სიცოცხლე მოაქვს
ყოველდღე ახალს არჩევს

მინდა აქ იყოს მარად 
მზეც ნუ დაუფარს სახეს
როგორც სიბნელე აქრობს
უკვე გადამწვარ სანთელს

ყოველღამ ნაზად მიცქერს თუ
თან მიზიარებს ტკივილს
მგონი მზის სხივი ახჩობს
მაგრამ ვერ ამხელს ყვირილს

ალბათ მთვარესაც სტკივა
ის რაც მე მიზის გულში
ალბათ ოდღესაც მასაც
სინათლე ჰქონდა სულში

მაგრამ ყოველთვის მუდამ
ღიმილს დარდებიც მოსდევს
მარტივ სათქმელად რჩება
მთვარეს გრძნობები ჰქონდეს

მე ისევ გარეთ ვზივარ
გავყურებ მნათობ ღამეს
და გულში ჩუმად ვამბობ
რა ლამაზია მთვარე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი