ძველი ქალაქი


დილა გათენდა მზემ გაისროლა,
თავის სხივები როგორც ტვყიები,
და ძველ ქალაქში მუნჯ აისორმა,
სადღაც ფერდობზე კრიფა იები,
მტვერს დაეფარა გზები და შარა,
ათასი ჯურის ისმოდა ხმები,
მოდი იყიდე გინდა თუ არა,
ჩემი წინაპრის ნაქონი ხმლები,
გამართულიყო დიდი ბაზარი,
ვიღაც არაბი იდგა აქლემთან,
გამოშრობოდა უწყლოდ თვალები,
თუმცა პატრონი ფასს არ აკლებდა,
ეს ქარავნები წუხილი დღეთა,
და მკითხაობა და მუსაიფი,
და შრამიანმა ვაჭარმა ერთმა,
გამოიჭირა უცბად ჰარიფი,
ფარდაგზე ტურფას მოერთხა ფეხი,
თვალებს მალავდა რიდეთი მრეშით,
როგორც კლდის თავზე დედალი ვეფხვი,
ალღოს უღებდა ყველაფერს გეშით,
იყო დაირა და ცეკვა გიჟი,
ველური ტაბლა ქუხდა დოლები,
სწრაფი ტრიალით და არა დინჯით,
ტოლს არ უდებდნენ ერთურთს ტოლები,
ინავლებოდა დღე ამ ქაოსში,
ამაოება ყვაოდა წითლად,
ამ გადახრუკულ ბრბოთა ყმუილში,
მთვარის სიჩუმე მოჩანდა მითად,
დაღამდა მძიმედ და მიიძინეს,
და იქვე იჯდა იებით მუნჯი,
მის დაძაბულ და სისხლიან მზერას,
ვერ დახატავდა ვერცერთი ფუნჯი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი