****


ქალაქის თავზე ჩამოწვა ნისლი,
და ბრმად მიეცა მოვარდნილ გრძნობას,
ცას წვიმასავით სდიოდა სისხლი,
ყველაფერს გვრიდა გარშემო თრობას.
დანებდნენ, თითქოს, მტყუანები მართლებს,
რომ დაინახეს, ესე რა ხედი,
ქარონი ნავში უსვამდა ნიჩბებს,
მდინარის თავზე ფრინავდა მტრედი.
ეს მომენტია, როცა სახელი,
ერქმევა სულებს, ჯერ უსახელოს,
ზოგს ძვრება ტანზე, რაც ეცვა შირმად,
ზოგიც ისწორებს ყელზე საყელოს.
ქარონიც მთვრალი უსვამდა ნიჩბებს,
დაბურულ მზერით ის კითხვებს სვამდა,
თავის მეგზურებს ასობდა ხიჭვებს,
იგებდა, მიწაზე ვის რისი სწამდა.
ვეღარ მოთოკა ენამ სათქმელი,
მის უტყვ ბაგეებს წამოსცდა კითხვა,
დედამიწაა ცოდვის საბძელი?
დიახო, კითხვაზე პასუხი ითქვა.
მართლების ადგილი არაა ხალხში,
ამის დასტური არის იესო,
ცოდვიან ხელებს იბანენ წყალში,
ღმერთივით, ხომ მათ, ბევრი გაწირესო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი