მეკობრეები


მსუბუქი შტილი უეცარად შეცვალა ქარმა,
მზე აცხუნებდა ოქროსფერად ზღვის ლამაზ ტალღებს,
გადაიქროლა ქურანივით, შუა დღის დარმა,
და ხმებით გავდნენ შორიდანვე, ეშმაკიკის ბალღებს,
გამოჩნდა გემი მეკობრეთა,სიცოცხლით სავსე,
ჰაერს აპობდა ელვასავით, ძლიერი ტონი,
შემოფრენოდა თუთიყურში ნამთვრალევს მხარზე,
და გადასხმოდა ზედ სამოსზე ნადირის ქონი,
რომის ბოთლები მიყრილიყო,ყოველ კუთხეში,
თავის ქალები ფრიალებდნენ,დროშების ტარზე,
და გამოხედვა მტაცებელზე უფრო უხეში,
არანაკლებად მძვინვარებდა , კორიდის ხარზე,
მათ გარეგნობას, უდარდელობის აჩნდა იერი,
სიკვდილი მათთვის არა იყო, გარდა სიტყვისა,
და ვერ გამძღარი , ძარცვა გლეჯვით კიდევ მშიერი,
გააოგნებდნენ თვითონ სიძვას, მქმნელნი სიძვისა,
ოქროთი სავსე დიდი ბოხჩები,
ძვირფასი თვლები, და ალაფები,
ნამუს ახდილი ბანოვანები,
ბევრი სასმელი და კანაფები,
მოლოდინები სისხლით გართობის,
აბორდაჟების კვლავ დალოდება,
საამო განცდა წესთა განდგომის,
და ყველა მცნების კვლავ დაობლება,
დამჭკნარი ხელი ეხებოდა, ყავისფერ შტურვალს,
უმისამართოდ მიდიოდა, ცოდვის ხომალდი,
აზრი არ ქონდა იქ იმედებს,თუნდ ლოცვას მხურვალს,
იყო სიმხეცე უფრო მტკიცე, ვიდრე ფოლადი,
ასეთი წესი უდევთ პირატებს,
რომ არ დანებდნენ, ცხოვრების ურვას,
მკერდგადახსნილი მეფობენ ზვირთებს,
და გაჰყვირიან ხმამაღლა ურას...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი