სიხარულს მონობა აბამს


ცხენით აბანოზის, მე ჩავუქროლებ ზღვის სირინოზებს,
და მათი ხმებით მოსირმული გავთამამდები,
ამოვისუნთქებ კიდევ ერთხელ, შვებით ჰაერში,
მერე კი, ზღვაში უცაბედად გადავვარდები.
ცას ამოწვერილ ვარსკვლავებსაც ვნება დაფერავს,
ხმებში დუმილი გაიმეფებს, დუმილში ხმები,
ღამის სიზანტით შემოსილი სიო დაბერავს,
და შემომხედავს უძრაობით ნატანჯი ქვები.
გამოვირიყავ თავს უდაბურ, უცხო ნაპირთან,
სადაც ცხოველით ჟონგლიორობს ვიღაც ფაკირი,
და შევახსენებ დედამიწას, რასაც დამპირდა,
რომ მე დროშა ვარ მის ხელებში ჯერაც საკვირი.
მოვკლავ იმ მონას, ვინც შობს ტირანებს,
ქარი დაუსტვენს ქვეყნად ამ ამბავს,
მოვკლავ ლექსებით  და არ ვინანებ,
რადგან სიხარულს მონობა აბამს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი