კორიდა


სისხლიან სანახაობას, რომ ეწოდება კორიდა,
სადაც ტაშებით ელიან, სიკვდილის ზეიმს სცენაზე,
სადაც დარჩება ერთერთი,მხოლოდ ცოცხალი ორიდან,
ჩამოხტა ტორეადორი,ცხენიდან მარჯვედ ცერაზე,
ხარის თვალებში ირეკლება სევდა და ბრაზი,
რქებდაგრეხილი ჰაერს ათბობს გიჟური ორთქლით,
შუბებს არჭობენ არ ემჩნევა რწმენაში ბზარი,
დასველებულა ძლიერ, უკვე სისხლით და ოფლით,
წითელი ნაჭერი ფრიალებს მის წინ,
ის ვეღარ თოკავს ნდომას,
სიცოცხლე სწყურია ძლიერი მის წილ,
თუმც არ გაურბის კვდომას,
ზოგჯერ ჩერდება,
თითქოს გაიხსენა რაღაცა კარგი,
და არ ნებდება,
არ აკავშირებს ცხოვრებას ხარკი,
ცრემლიც ერევა ზოგჯერ მზერაში,
ყველა ხომ მის ერთ დაცემას ელის,
მიტოვებული ბოროტ ყვირილში,
ხელებს შეჰყურებს თავისი მკვლელის,
უკვე ვეღარ ძლებს, მაგრამ არ იტყობს,
მტრულ გარემოში რცხვენია მარცხის,
რომც ქონდეს შანსი, მაინც არ ითხოვს,
მაჩუქეთ სიცოცხლეო და ვათრევ მარხილს,
და გადაფარა ბინდმა, პიკადორი და ცხენი,
დაფოლდა ყველა ხმაური,ამოსუნთქვაა ბოლო,
მზეც გაირინდა ცაზე, ქვიშაა მეტად ცხელი,
ისტორიას კი დარჩა, ეს სიამაყის სოლო..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი