****


მე არ მიმღერია ჯერ ჩემი სიმღერა,
გული დაეძებს ბგერათა წყობას,
თუმც, შეარხიეს გრძნობა სიმებმა,
იმსახურებენ სხვანაირ მკობას.
აზვირთდეს ერთად ზღვის ტალღასავით,
და ნაპირებზე მოედოს ვრცელად,
მაშინ, სხვებიც დაინახავენ,
გრძნობის სიმძაფრეს, აშოლტილს მწვერვლად.
განიბანებენ ჩემებურ ფიქრთა,
სულში უხსნიან კვალებს,
ციდან წამოსულ ქათქათა ფიფქთა,
კარს შუღებენ ბალებს.
ვინ დირიჟორობს ამ მასკარადებს,
სიმღერა დამეძებს ადრე მის მძებნელს,
მე კი, გავარღვევ იმ ბარიკადებს,
და გვიხილავენ ერთურთის მხლებლებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი