****


არ ვარ აქაური, ვარ არქაული,
დროებამ მარგუნა წილად დღეს ყოფნა,
შემართული, ხან დაქანცული,
ჩემს თავში მინდა ადგილის პოვნა.
თავგანწირული პელიკანის მეგობრობაში,
სასახლის ტბებს ვინც არჩია ყინვა,
დაბერებულებს მეომრობაში,
შეგვხვდება ბევრი ტანჯვა და კილვა.
რეკს რექვიემი, თუმცა შორიდან,
ალბათ, ადრეა ჯერ ლაკრიმოზა,
ნახევრად ხმელი,სუსტი ტოტიდან,
ყვითლად გაფურჩქვნას იწყებს მიმოზა.
დამამთავრებელ ნოტთა ძებნაში,
კიდევ მრავალი ღამე გაივლის,
ისე ლამაზად, როგორც ძეწნაში,
ცრემლი არავის თვალზე ჩაივლის.
ისევ გაივლის სამარიტელი,
დაეხმარება ისევ დაჭრილებს,
გაქვავებული სამყაროს გულში,
მადლით გაათბობს, რანიც დაჩრდილეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი