****


როიალს შეეხო დემონის ხელი,
მუსიკა დაწერა ნათელი, ბნელი,
უსმენენ ჰანგებს, მუსიკას მისას,
რომ ჰგავს ამოსვლას , ჩან ჩასვლას მზისას.
სიტყვებს აქსოვს, ჯერ გამოუთქმელს,
რომელიც აღწევს სულის სიღრმემდე,
რა ადრე არის და რა გვიანი,
ჯერ არ მისულხარ გონის სიბრძნემდე...
ყველაფერს გაიგებ, ყველაფერს ნახავ,
საიდუმლოებს შიგნით ღრმად მარხავ,
იმედებს კლავ და იმედებს სახავ,
არავის ბაძავ, არავის გავხარ.
მეც შენთან ერთად შორი გზით მივლია,
მეც გამოვცადე, რაც შენ გიგრძვნია,
გადარჩენაში დდი ხიბლია,
შავმა მორევმა მეც ხომ მიწვნია,
სათქმელი ჩემი წერით მითქვია,
როცა შრიალი გაჰქონდათ ფოთლებს,
ის ისევ უკრავს , ის ისევ ზის,
ის ჰგავს ამოსვლას და ჩასვლას მზის..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი