უცნობ წმინდანებს


უცნობ წმინდანებს მარტო ღმერთი იცნობს,
და ვარსკვლავები მნათობი ღამის,
ქარის დაბერვით მთვარე სევდას იგრძნობს,
არეულია ბგერები გამის.
კედელზე ჯვარცმის უკან უხილავ ანგელოზებს,
გრგვინვა-სიჩუმით, მეფუროად უმოსიათ,
ამდენ ბრჭყვიალა, ამდენ მორთულ ლოჟებს,
მტვრიან ფარდებთან ბევრჯერ უმორცხვიათ.
მიწა მიყრილი აქვს რაღაც ძველს და დიადს,
ძაფი უხილავი, თუმცა არ წყდება,
შორი სხივები ანათებს წყვიადს,
წყვდიადში სინათლეს მნახველი აწყდება.
შემოსილია ყველა ფარაჯით,
ზოგი თავისთვის და ზოგი სხვისთვის ომობს,
კარებს საბოოლოს, ცნობილს დარაჯით,
ხალხი თავს აცოდებს, თვალი ძალით გლოვობს.
უცნობ წმინდანებს მარტო ღმერთი იცნობს,
უცნობ წმინდანებს იცნობს მაცდურიც,
ქარის დაბერვით მთვარე სევდას იგრძნობს,
უცნობ წმინდანებს ვერ სჯობს საცდური
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი